US Poker Open-ზე Short Deck-ის გამარჯვებული შონ ვინთერი გახდა

US Poker Open-ზე შონ ვინთერმა მე-4 ფინალური მაგიდა ითამაშა და, როგორც იქნა, მოიგო. ამ დრომდე, ფესტივალზე მისი საუკეთესო შედეგი $10.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთი იყო, რომლის ფინალური ჰედს-აპიც სტივენ ჩედვიკთან დათმო. ამჯერად, შორთ დექ ივენთზე, ვინთერმა ჩედვიკი მე-6 პოზიციიდან ჩამოიშორა და გადამწყვეტი დაპირისპირება დევიდ პიტერსთან ითამაშა. 

"სამ ტურნირზე ვიცოდი, როგორც უნდა მეთამაშა და გამოვვარდი, - ყვება შონ ვინთერი, - შორთ დექზე ვცდილობდი ადგილზე გამერკვია რას ვაკეთებდი და რა უნდა მექნა და მაინც მოვიგე."

$151.200 დოლარიან ანაზღაურებასთან ერთად, ვინთერმა US Poker Open-ის 200 ქულა მიიღო, რაც მისი საფესტივალო რბოლისთვის იქნება გამოსადეგი. "ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. თავდაჯერებულობაც თავის ადგილზე მაქვს და მიმართლებს კიდეც, საჭირო მომენტებში სწორი კარტი მირიგდება. US Poker Open-ის რბოლა რომ მოვიგო, კიდევ რამდენიმე პირველი და მეორე ადგილი მჭირდება. მგონი, სტივის (სტივენ ჩედვიკი) გასწრება ძალიან გამიჭირდება, რადგან ის საკმაოდ კარგად მიდის და გაჩერების არაფერი ეტყობა. ვნახოთ რა იქნება, სხვა არაფრის კეთება არ მინდა. ერთადერთი რამ, რაზეც მთლიანად ვარ კონცენტრირებული, თამაშია."

ვინთერის ფინალურ მაგიდაზე, ჩედვიკის გარდა, სეთ დევისი, ბენ ლემი და ბენ იუ თამაშობდნენ, რაც დამატებით სირთულეებს აჩენდა. მაგრამ რეალური პრობლემა ვინთერს ფინალურმა მეტოქემ შეუქმნა: ჰედს-აპის დაწყებისთანავე დევიდ პიტერსმა გაორმაგება შეძლო. მძიმე მდგომარეობა რამდენიმე დარიგების მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ K9-ით J9-ის წინააღმდეგ ვინთერმა ჩიპლიდის დაბრუნება და შემდეგ პიტერსის სტეკის მისაკუთრება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური