ფილ ჰელმუტის $100.000-იანი დაუნსვინგი

რამდენიმე დღის წინ, საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე ფილ ჰელმუტმა ბოლო 3 წლის ყველაზე ცუდი შედეგი გამოაქვეყნა: ლეგენდარულმა მოთამაშემ კაზინო Aria-ში მიმდინარე პრივატულ $100/$200 ლიმიტის ქეშ-გეიმზე $100.000 დოლარი წააგო. 

"$100/$200-ზე, დღეს ღამით, $95.000 წავაგე. 2016 წლიდან მოყოლებული, ჩემი ყველაზე ცუდი შედეგია. თითქმის ყოველი ნათამაშები დარიგება მახსოვს და ცუდ ხასიათზე მაყენებს" - ტრადიციულად, მისთვის ჩვეულ სტილში, ფილ ჰელმუტმა ყველას უთხრა, როგორ კარგად ითამაშა და როგორ დაუმსახურებლად წააგო. 

მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, როგორც ამის წარმოჩენა ჰელმუტს უყვარს. WSOP-ის რეკორდსმენმა Golden State Warriors-ის დრეიმონდ გრინთან ერთად გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ჰელმუტმი Warriors-ის დიდი ხნის გულშემატკივარია. საყვარელი გუნდის მატჩებზე ის ხშირად ჩანს მოწინავე რიგებში. სამაგიეროდ, არ ვიცოდით, თავად გრინი თუ იყო პოკერის მოყვარული. როგორს 'ინსტაგრამის' პოსტებიდან ირკვევა, კალათბურთელს არც ისე წარუმატებელი საღამო ჰქონდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური