"მგონი, 'ლამბორგინის' ვაგებ' - Bobby's Room-ში დენიელ ქეითსს მძიმე დრო უდგას
Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ში დიდი ქეშ-გეიმი კვლავ გრძელდება. გას ჰენსენის გარდა, რომელიც საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე ხშირად დებს სიახლეებს პრივატული ოთახის შესახებ, პოკერის გულშემატკივრებს კიდევ ერთი ინფორმატორი ჰყავს - ამჯერად დენ ქეითსი.
დენიელ ქეითსი, ბოლო დროს, ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარია. გას ჰენსენის ცნობებს თუ ვენდობით, jungleman-ს საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ როგორც ბოლო პერიოდში ირკვევა, სვინგებს ვერავინ დაემალება - ვერც დენ ქეითსი.
"მაგიდასთან გვყავს The Great Dane (გას ჰენსენი), - ყვება თავის ვიდეოში ქეითსი, - ასევე, გვყავს სკოტ სივერი. ეს თამაში 'სივერის შოუა', რომელიც ყველაფერს იგებს. აქ არის ერინ ქეთსი. ის დიდი ბიზნესმენია ნიუ იორკიდან. რა თქმა უნდა, აქაა ტიმოფეი კუზნეცოვი, პირდაპირ მოსკოვიდან. მას, რაღაც, უცნაური რუსული სტრატეგია აქვს, რომელსაც არავის გვეუბნება. ეს კი მე ვარ. ვტრაბახობ, მაგრამ როგორც ჩანს, 'ლამბორგინის' ან რამე ამდაგვარს ვაგებ უკვე."
ზუსტი ციფრების თქმა შეუძლებელია, მაგრამ თავად მოთამაშეების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ დენ ქეითსი და გას ჰენსენი Bobby's Room-ის ბოლოდროინდელ სესიებზე რამდენიმე ასეულ ათას დოლარს აგებენ.