Triton-ის ორგანიზატორები რეკორდულ ბაი-ინს აანონსებენ

2018 წელს, სახმრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუზე და შემდეგ მონტენეგროში ჩატარებულმა Triton-ის ფესტივალებმა იმედები ნამდვილად გაამართლეს. ანაზღაურების სახით გაცემული მილიონობით დოლარი და პოკერის ყველაზე ცნობილი სახეები Triton-ის სავიზიტო ბარათად იქცნენ. 

ერთ-ერთი ასეთი დიდი მოთამაშე ჯეისონ კუნი იყო, რომელმაც მონტენეგროში გამართული HKD$1.000.000-იანი ტურნირი $3.579.836 დოლარიანი ანაზღაურებით მოიგო. რაც მთავარია, სერიების ყველაზე ძვირადღირებულ ივენთზე შორთ-დექი ითამაშეს და არა ტრადიციული ტეხასური ჰოლდემი.

Triton-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდ ბაი-ინს გვპირდება. აქამდე არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირად მონტეკარლოში გამართული €1.000.000 ევროიანი Big One for One Drop ითვლება, რომელიც ელტონ ცანგმა მოიგო €11.111.111 ევროიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ახალი ტურნირის ბაი-ინი $2.000.000-დან $5.000.000 დოლარამდე იქნება. 

ფესტივალის ორგანიზატორებმა ჯეჯუს სერიების თარიღი დაასახელეს: ტურნირები 2-დან 9 მარტამდე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში რამდენიმე სახე გამოჩნდა, ზუსტად არავინ იცის, ვინ დაესწრება ფესტივალს? სავარაუდოდ, სერიებზე იქნებიან ჯეისონ კუნი, ტომ დუანი, დენ ქეითსი, თავად სერიების ორგანიზატორები - პოლ ფუა და მამა-შვილი რიჩარდ და ვაი კინ იონგები. ვნახავთ თუ არა პატრიკ ანტონიუსს, ან გას ჰენსენს? მსოფლიოში ბევრი მოთამაშე ნამდვილად არ მოიძებნება, ვისაც იმხელა ბანკროლი აქცს, რომ Triton-ის ბაი-ინებს გაუმკლავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურნირის მონაწილეებიც და მაყურებლებიც სულ უფრო და უფრო დიდ ღონისძიებებს მოითხოვენ. 

Triton 2019 Jeju-ს სარეკლამო რგოლი ასე გამოიყურება

რუმები

ქართული უცხოური