ლეგენდარული გემბლერი, გევინ სმიტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ონლაინ გამოცემები იუწყებიან, რომ 14 იანვარს, 50 წლის ასაკში ლეგენდარული მოთამაშე, გევინ სმიტი გარდაიცვალა.
სმიტმა სახელი ე.წ. 'პოკერის ბუმის' დროს გაითქვა, როდესაც WPT-ის Mirage Poker Championship-ის მოგებით გაითქვა. მას შემდეგ, პირველი ადგილისთვის მიღებული $1.128.278 დოლარი მის კარიერაში საუკეთესო სატურნირო ანაზღაურებად დარჩა. თუმცა, გევინ სმიტი ქეშ-გეიმერი უფრო იყო, ვიდრე ტურნირების რეგულარი. მიუხედავად ამისა, 1998 წლიდან დღემდე, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $6.321.096 დოლარს შეადგენდა.
"ჩვენ მეგობარი და პოკერის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე დავკარგეთ, - თქვა ტოდ ბრანსონმა, - თუ თქვენ მას იცნობდით, თქვენ გცოდნიათ სასმელის გემო." მართლაც, გევინ სმიტი წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული ალკოჰოლზე. ის სატელვიზიო შოუებშიც ხშირად გამოსულა ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ მსგავს მდგომარეობას წარმატებული სესიის ჩატარებაში ხელი არასდროს შეუშლია.
"გევინ სმიტი ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილი ადამიანი იყო, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ" - დაწერა 'ტვიტერზე' დენიელ ნეგრანუმ.
სმიტმა პოკერის თამაში, 26 წლის ასაკში, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების გავლენით დაიწყო. 1996 წელს ის დილერი გახდა, მოგვიანებით კი საკუთარი პოკერ კლუბი გახსნა. მანამდე ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მის ანგარიშზე WSOP-ის ოქროს სამაჯურია, რომელიც მან 2010 წელს, $2.500 დოლარიანი Mixed Games-ის ივენთის მოგებისთვის მიიღო.
გევინ სმიტი ნამდვილი გემბლერი იყო. მის სანაძლეოებზე ლეგენდები დადიოდა. მის მარჯვენა მხარზე ამოსვირინგებული ინიციალები - J.S. იკითხებოდა. სვირინგი სმიტმა მას შემდეგ გაიკეთა, რაც ჯო სებოკთან სანაძლეო წააგო.