2018 წლის შეჯამება: პოკერის სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გასული 12 თვის მოვლენებს გადავხედოთ და მათი მნიშვნელობა შევაფასოთ. ამ რუბრიკაში, რომელიც ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდება, შემოგთავაზებთ პოკერის სამყაროსა და სათამაშო ინდუსტრიაში 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.

რამდენიმე შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემდეგ, კრის ფერგიუსონმა Black Friday-სა და Full Tilt Poker-ის სკანდალში მონაწილეობის შესახებ საუბარი გადაწყვიტა. 2011 წლის მოვლენების შემდეგ, ფერგიუსონმა მხოლოდ 2018-ში მოიცალა ბოდიშის მოსახდელად და სულ რაღაც 42 წამით. 

ბოდიშის მოხდა ფერგიუსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც WSOP-ზე გატარებული ზაფხულის განმავლობაში, სხვა მოთამაშეებისგან 'გულმხურვალე' სიტყვები მიიღო. ვიდეოც 2018 წლის WSOP-ის საზაფხულო სერიების დაწყებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. როგორც 42 წამიანი ვიდეოსთვის იყო მოსალოდნელი, მისი სიტყვა საკმაოდ მოკლე გამოვიდა. ნაცვლად იმისა, რომ სკანდალში საკუთარ ჩართულობაზე ესაუბრა, ფერგიუსონმა საკუთარი თავი Black Friday-ის მსხვერპლად წარმოაჩინა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა. 

რა თქმა უნდა, ფერგიუსონის დაგვიანებულ, ძალიან მოკლე და უხეირო ბოდიშს, რომელიც ხანგრძლივ სიჩუმეს ეხებოდა და არა მოთამაშეებისთვის გადაუხდელ ფულს, პოკერის სამყაროსგან ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა. "ფერგიუსონი იმ კომპანიის სახე იყო, რომელმაც მოთამაშეების მილიონობით დოლარი მიითვისა, - ამბობს დენ ო'ბრაინეი, - მსგავსი ვიდეო გაცილებით ადრე უნდა გამოექვეყნებინა."

საკმაოდ კრიტიკული იყო დენიელ ნეგრანუ, რომელმაც 'ტვიტერზე' ირონიული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "კრის ფერგიუსონს მთელი ეს წლები დასჭირდა, რათა მსგავსი ბოდიშით დაბრუნებულიყო? გულისამაჩუყებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო მის მიზანს ვერაფერს არგებს. პირიქით - დააზიანებს კიდეც."

სამაგიეროდ, ფილ ჰელმუტსა და დოილ ბრანსონს სჯერათ, რომ ფერგიუსონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მალე ფარდა აეხდება და რომ ის შეგნებულად არ წავიდოდა Full Tilt Poker-ის მომხმარებლების წინააღმდეგ. 

რუმები

ქართული უცხოური