2018 წლის 3 ყველაზე დიდი სატურნირო მოგება

რამდენიმე დღის წინ აიზიკ ჰექსტონმა Super High Roller Bowl მოიგო, $3.672.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. რა თქმა უნდა, თანხა ძალიან დიდია, მაგრამ 2018 წლის ყველაზე დიდ სატურნირო მოგებასთან ახლოსაც ვერ მივა. რამდენადაც ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩენილ დროში, რომელიმე აქტიურ ტურნირზე ჰექსტონზე მეტს ვერავინ მოიგებს. წლის 3 ყველაზე დიდი ანაზღაურება ასე გამოიყურება:

3. მიკიტა ბადიაკოვსკი: $5.257.027 დოლარი - Triton Jeju Main Event. აზიურ პოკერს ოქროს ხანა უდგას. მაკაუს ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების შემდეგ, დიდი პოკერი სამხრეთ კორეას ესტუმრა, სადაც 'ტრიტონის' ფესტივალი გაიმართა. პოკერის კორეული სერიები $250.000 დოლარიანი მეინ ივენთით დასრულდა, რომელიც ბელარუსმა მიკიტა ბადიაკოვსკიმ მოიგო.

2. ჯონ სინი: $8.800.000 - WSOP Main Event. WSOP-ის მეინ ივენთის მოგება პოკერის მოთამაშისთვის ფულის მოგებაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. გამარჯვებულის სახელი პოკერის ისტორიაში სამუდამოდ იწერება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მსოფლიო აღიარების გარდა, ჩემპიონი სოლიდურ ანაზღაურებასაც ღებულობს. 2018 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული ამერიკელი ჯონ სინი გახდა, რომელმაც $10.000 დოლარიანი ბაი-ინის სანაცვლოდ, თითქმის $9 მილიონ დოლარამდე მოიგო. 

1. ჯასტინ ბონომო: $10.000.000 - Big One for One Drop. ჯასტინ ბონომოს საოცარი წელი ჰქონდა. მან თითქმის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, მის კარიერაში ყველაზე დიდი ანაზღაურება მიმდინარე წლის ზაფხულში, WSOP-ის სერიებზე მოვიდა, როდესაც ამერიკელმა ჰაიროლერმა $1.000.000-იანი უპრესტიჟულესი ტურნირი - Big One for One Drop მოიგო. ლეგენდარულმა ჯონ ჯუანდამ ბონომოს წელი ასე აღწერა: "$24 მილიონი დოლარის მოსაგებად 20 წელი დამჭირდა, ჯასტინ ბონომომ კი ეს ყველაფერი 7 თვეში შეძლო."

 

რუმები

ქართული უცხოური