WPT $25.000-იანი ჰაი როლერი მანიგ ლუსერმა მოიგო
სანამ ჩეხეთში EPT-ის ევროპული სერია ხურდება, ლას ვეგასი WPT-ის დეკემბრის ფესტივალს მასპინძლობს. WPT-ის ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი, $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი გერმანელი მანიგ ლუსერის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირზე 42 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპრიზო ფონდი $1 მილიონ დოლარიან ნიშნულს აჭარბებდა. $25.000 დოლარიანმა ჰაი როლერმა ამერიკელი გრაინდერების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, რაც ფინალურ მაგიდასაც ეტყობოდა: გერმანელის გარდა, ფინალურ მაგიდაზე ნიკ პეტრანგელო, დენ სმიტი, ჯეიკ შინდლერი, კერი კატზი და ელიო ფოქსი ისხდნენ. ლუსერმა სწორედ ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება.
მანიგ ლუსერის მოგება არავის გაკვირვებია. გერმანელს საოცრად წარმატებული წელი აქვს: იანვრიდან მოყოლებული, მისი სატურნირო მოგება $2.5 მილიონ დოლარს გადასცდა.
გუშინვე, კაზინო Bellagio-ში WPT-ის $10.000 დოლარიანი მეინ ივენთმა აიღო სტარტი. პარრალელურად, ჩეხეთში €50.000 ევროიანი EPT ჰაი როლერი მიმდინარეობს, რომლის 'ბაბლ ბოი' ლეგენდარული პატრიკ ანტონიუსი გამოდგა. დილის მონაცემებით, ღონისძიების ჩიპლიდერი მატიას აიბინგერი იყო.