ფილ რაფინმა ფლორიდაში მდებარე კაზინო იყიდა

გასულ თვეში აშშ-ში არჩევნები ჩატარდა, რომელიც სათამაშო ინდუსტრიას უკავშირდებოდა. ფლორიდის შტატის მოსახლეობამ, 70%-იანი უპირატესობით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არა სასამართლო, არამედ თავად მოქალაქეები განსაზღვრავენ იყოს თუ არა შტატში ნებადართული აზარტული თამაშები. 

როგორც ჩანს, არჩევნების შედეგმა უკვე გამოიწვია ახალი სავაჭრო ხელშეკრულებების დადება. 83 წლის მილიარდერმა ბიზნესმენმა, ფილ რაფინმა, რომელიც ლას ვეგასში Treasure Island Hotel & Casino-ს ფლობს, ფლორიდაში მდებარე Casino Miami იყიდა. გარიგების ღირებულება ფართო საზოგადოებისთვის არ სახელდება. 

Miami Herald-ის ბოლო რეპორტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ახალმა კანონმა, შესაძლოა, გემბლინგის ლეგალიზაცია კიდევ უფრო გააჭიანუროს, რადგან მასზე გადაწყვეტილებას არა კანონმდებლები ღებულობენ, არამედ რიგითი მოქალაქეები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთდღიანი მოსმენის ნაცვლად, ლეგალიზაციისთვის არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო, რაც დამატებით დროსა და რესურსებს მოითხოვს. როგორც ჩანს, მსგავსი სირთულეები ფილ რაფინს არ აღელვებს: "ჩვენ ვგეგმავთ ფლორიდაში ახალი ლას ვეგასი შევქმნათ" - ამბობს 83 წლის მილიარდერი. ის თავადაც ხშირად ღებულობს მონაწილეობას ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებში. რაფინი High Stakes Poker-ის ბოლო სეზონში იყო მიწვეული, სადაც ანტონიო ესფანდიარის, ენდრიუ რობლისა და ვანესა სელბსტის დონის მოთამაშეების წინააღმდეგ წარმატებული სესია ჩაატარა. 

"რაფინი თვლის, რომ შტატის ახლანდელი ლიცენზეიები, როგორიც, მაგალითად, Casino Miami-ის აქვს, გაცილებით ძვირად ფასობს, რადგან ის სამომავლო გეგმებზეა ორიენტირებული, - ამბობს Miami Herald-ის წარმომადგენელი, - კაზინომ უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში $60 მილიონიანი მოგება აჩვენა." 

Miami Casino-ს 6.500 ადგილიანი დარბაზი, სადაც ამჟამად მუსიკალური წარმოდგენები იმართება, მართლაც შთამბეჭდავი ადგილი იქნება მასშტაბური ტურნირის ჩასატარებლად. ფილ რაფინი კი არსებულით დაკმაყოფილებას არ გეგმავს და სასტუმროს ოთახების დამატებასა და კაზინოში ახალი სერვისების შექმნაზე ფიქრობს. 

რუმები

ქართული უცხოური