დენიელ ნეგრანუ დონალდ ტრამპს გულისამრევი უწოდა

გასულ კვირას, ამერიკელმა პუბლიცისტმა და რადიოწამყვანმა - დომინიკ ნატიმ საკუთარ გადაცემაში ფილ ჰელმუტი მიიწვია. როგორც ჩანს, ის პოკერის მოთამაშე მისთვის იმდენად საინტერესო ფენომენი აღმოჩნდა, რომ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მის გადაცემაში დენიელ ნეგრანუ გამოჩნდა. 

ინტერვიუს დროს, ნეგრანუმ ყველაზე არასასურველ ოპონენტად ფედორ ჰოლცი დაასახელა: "შიშის ფაქტორი არ არის, მაგრამ ჩემი თამაშის გადაწყობა ჰოლცის აგრესიაზე ძალიან გამიჭირდებოდა. ის ძალიან, ძალიან აგრესიულია." 

რა თქმა უნდა, კანადელ მოთამაშეს არასდროს დაუმალავს თავისი 'სიყვარული' ამერიკის პრეზიდენტის მიმართ: "ტრამპი ნამდვილი ნაგავია. ამ კაცის მიმართ არანაირი პატივისცემა არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, გულისამრევია." 

რაც შეეხება თავად დომინიკ ნატის აზრს, როცა მას ჰელმუტისა და ნეგრანუს შედარება სთხოვეს: "ფილ ჰელმუტი ნამდვილი შოუმენია. დენიელ ნეგრანუ ბევრად მშვიდი პიროვნება ჩანს. თუ პოკერის მოყვარული არ ხარ, მისი ინტერვიუ ნაკლებად ხმაურიანი და ნაკლებად ყურადღებამისაქცევი იქნება, მაგრამ თუ თამაში გიყვარს, მის მოსმენას არაფერი სჯობს. ფილ ჰელმუტი კი პოკერის მიმართ გულგრილ ადამიანებშიც გამოიწვევს ინტერესს, რადგან ის ძალიან მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ხმაურის გამომწვევი ადამიანია."

როგორც ნატი ამბობს, მისი შემდეგი სამიზნეები ფილ აივი და დოილ ბრანსონი არიან. რა თქმა უნდა, ორივეს უამრავი ისტორია ექნება გასახსენებელი, რომელიც აქამდე არავის მოუსმენია. 

რუმები

ქართული უცხოური