ვინ იმალებიან ცნობილი ნიკების უკან?

ონლაინ პოკერ-რუმში რეგისტრაციის დროს მოთამაშეებს შემოქმედებითი მისწრაფებები უჩნდებათ - ეს ძველი ამბავია. მაგრამ რას ამბობს ნიკი თავად მოთამაშეზე? ზოგი თავისი კუმირის სახელს ირჩევს, მაგალითად, ფილ გალფონდის ლეგენდარული ნიკი OMGCLayAiken, რომელიც ონლაინ გრაინდერმა ამერიკელი მომღერლის საპატივცემულოდ, ან გასაშარჟებლად დაირქვა. ნაკლებად ცნობილ მოთამაშეებში ფილ აივისა და ტომ დუანის სახელებია პოპულარული. ზოგიერთი საკუთარი მეტსახელით ოპონენტების შეშინებას ცდილობს და ისეთ ნიკებს ირჩევენ, როგორიც loose_aggresiveBluff-ია. ამ სტატიაში 5 ცნობილ ონლაინ მოთამაშეს გადავავლებთ თვალს, რომელთა ნიკების უკანაც წარმატებული კარიერა დგას. 

1. Trueteller - რუსი ტიმოფეი კუზნეცოვმა 'სიმართლის მთქმელის' სტატუსის დამკვიდრება სცადა. რამდენად ამბობს სიმართლეს სათამაშო მაგიდასთან რუსი მოთამაშე, ეს სხვა საკითხია. მის თამაშს თუ შევხედავთ, აშკარა გახდება, რომ კუზნეცოვი სიმართლისგან შორსაა, რადგან აგრესიული თამაში და ბლეფი მისი ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტია. HighStakesDB-ის მონაცემებით, ონლაინ მაგიდებთან კუზნეცოვს $3.095.168 დოლარი აქვს მოგებული.

2. Tight-Man1 - თუ ოპონენტებს ხშირად გაუმეორებ, რომ თაითი მოთამაშება ხარ, შესაძლოა დაგიჯერონ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, კრისტოფ ვოგელსანგს სწორედ მსგავსი განზრახვა ამოძრავებდა. ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში, გერმანელმა გრაინდერმა $2 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო. დაგ პოლკს თუ ვკითხავთ აზრს, ვოგელსანგი ყველაფერია თაითი მოთამაშის გარდა. 

3. NoPasaran - პირველი მსოფლიო ომისა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს No Pasaran აქტიურად გამოიყენებოდა ადგილობრივ პროპაგანდაში, რაც მეომრებს მტრის შეკავებისკენ და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისკენ მოუწოდებდა. "მათ არ უნდა გაიარონ" - ასეთი იქნება ალექსეი მაკაროვის სლოგანი ონლაინ მაგიდებთან. $1.5 მილიონიანი აპსვინგის შემდეგ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია. 

4. EazyPeazy - ე.წ. Black Friday-მდე, 3 წლის განმავლობაში, ეიბ მოსერიმ $4 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. თუ რამეს ადვილი ეთქმის, ეს სწორედ მოსერის ონლაინ კარიერა იყო. Black Friday-ის შემდეგ, მოსერიმ ლაივ პოკერში გადაინაცვლა და ქეშ-გეიმებთან ერთად, სატურნირო კარიერაში სცადა ბედი - ამჯერადაც ყველაფერი ადვილად განვითარდა. 

5. The Liar - ონლაინ პოკერში ძალიან ცოტა მოთამაშე თუ დარჩა, ვისი ვინაობაც ფართო პუბლიკამ არ იცის. The Liar სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთამაშეა. წლების წინ, ყველას აინტერესებდა ვინ იყო Isildur1? როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნიკის უკან შვედი ახალგაზრდა იმალებოდა, რომელიც უკან არც ფილ აივისთან და არც პატრიკ ანტონიუსთან არ იხევდა. The Liar პოტ ლიმიტ ომაჰას სპეციალისტია. მის ანგარიშზე $1 მილიონ დოლარიანი პლუსია. 

რუმები

ქართული უცხოური