პაველ პლესუვის წარმატებული წელი გრძელდება
Seminole Hard Rock-ში მიმდინარე Rock'N'Roll Poker Open-ის $3.500 დოლარიანი ივენთი მასიური, 898 ენტრანტიანი ფილდით დასრულდა. 5 დღიანი დაძაბული თამაშის შემდეგ, ტურნირის მთავარი ჯილდო და $504.820 დოლარი მოლდოველმა პაველ პლესუვმა მიიღო.
30 წლის მოლდოველმა, შეიძლება ითქვას, შური იძია: გასულ სეზონზე მან იგივე ტურნირი მე-2 ადგილით დაასრულა და ნახევარი მილიონის ნაცვლად, $130.000 დოლარი მიიღო. "პრაღაში გამართულ WPT-ზე მე-2 ადგილი ავიღე, - ყვება პლესუვი, - მაშინ საკმაოდ დიდი ჩიპლიდი მქონდა, მაგრამ მაინც დავმარცხდი. როგორც იქნა, ამჯერად მაინც გამიმართლა."
ამ გამარჯვებით პაველ პლესუვის სატურნირო კარიერამ $4 მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა და მოლდოვის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი სატურნირო შემოსავლიდან $2.6 მილიონი დოლარი სწორედ 2018 წელსაა გამომუშავებული - პლესუვს არნახულად წარმატებული წელი აქვს. PartyPoker-ის MILLIONS-ის ტურნირის ჰედს-აპში ის ლეგენდარულ ვიქტორ ბლომთან დამარცხდა და "მხოლოდ" $924.841 დოლარი მიიღო.
"საუკეთესო წელი მაქვს, - ამბობს მოლდოველი, - თებერვალი მოგებით დავიწყე და, როგორც ჩანს, 2018 წელს კარგი პლუსით დავასრულებ."