სტივ ო'დუაიერმა €25K MCOP High Roller მოიგო

ამსტერდამში, Holland Casino-ში მიმდინარე Master Classic of Poker-ის ფარგლებში €25.000 ევროიანი ჰაი როლერ ივენთი გაიმართა. ტურნირის winner takes all საპრიზო სტრუქტურას მოიცავდა, რამაც სავარაუდოდ მოთამაშეები დააფრთხო. ამსტერდამში ჩასული გემბლერების უმეტესობამ €1.600 ევროიანი 'ბაუნთი' ტურნირი, ან ქეშ-გეიმი არჩია. 
 

ღონისძიებაზე სტივ ო'დუაიერი და შტეფან ვოლზაკი დარეგისტრირდნენ. მათ 2 საათიანი ლოდინი დასჭირდათ, რადგან თამაშის დასაწყებად მინიმუმ 3 მოთამაშის რეგისტრაცია იყო საჭირო. პატრიკ ანტონიუსის გამოჩენის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ €75.000 ევროიანი პრიზი სწორედ ამ სამი მოთამაშიდან ერთ-ერთს უნდა მოეგო. 

ჰოლანდიელმა შტეფან ვოლზაკმა ტურნირი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო. პირველი შესვენებისთვის, თამაშში არსებული ჩიპების ნახევარი მის ხელში იყო. შორთ სტეკად დარჩენილი პატრიკ ანტონიუსი კი სტივ ო'დუაიერს ემსხვერპლა. 

ჰედს-აპი ძალიან ნელა დაიწყო: თითოეულ დარიგებას მოთამაშეები მარტივი 'სი-ბეთით' იგებდნენ - არანაირი დაძაბულობა, არც ჩახლართული სცენარი. ჰედს-აპის პირველი დიდი ბანკი სტივ ო'დუაიერმა მოიგო, როდესაც ფულ ჰაუსით ვოლზაკის ფლეშს დაუპირისპირდა და გაორმაგება შეძლო. მიუხედავად ამისა, ვოლზაკის სტეკი 63 ბიგ ბლაინდს ითვლიდა, რაც მას თავისუფალი მანევრირების საშუალებას აძლევდა. უამრავი მცდელობისა და აგრესიული მიდგომის მიუხედავად, ჰოლანდიელმა საწყისი უპირრატესობის აღდგენა ვერ შეძლო. 

ო'დუაიერმა პირველი ადგილისთვის დაწესებული €74.250 ევრო და MCOP-ის პირველი ტურნირი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ის Master Classics of Poker-ის ხშირი სტუმარი იყო, მის ანგარიშზე არცერთი მოგებული ტურნირი არ ირიცხებოდა. როგორც ო'დუაიერი ამბობს, მცირერიცხოვანი ლაინ-აფის მიუხედავად, მას რთული მეტოქეები შეხვდნენ და ის განსაკუთრებით მოხარულია, რომ მათი დამარცხება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური