ელოდება თუ არა გას ჰენსენს ცივი ზამთარი?
გას ჰენსენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰაი სტეიკს გრაინდერია, ვისი ფანკლუბიც დღითიდღე იზრდება. ეს მისი 'ინსტაგრამის' დამსახურებაა, სადაც კოპენჰაგენელი მოთამაშე თავის გულშემატკივრებს კულუარულ ინფორმაციას უზიარებს.
"არაჩვეულებრივი ზაფხული იქნება" - ჰენსენის ცნობილი ფრაზა, რომლის გამოც მან WSOP-ის საზაფხულო სერიები გამოტოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზაფხული მისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. დოილ ბრანსონის ერთ-ერთ პოსტში პოკერის ლეგენდა ჰენსენთან მოგებული ფულით ნაყიდი მანქანით იწონებდა თავს.
"შესანიშნავი შემოდგომა" - სავარაუდოდ, ჰენსენის მოლოდინები სექტემბერ-ოქტომბერში გამართლდა: ინტერნეტში სურათი გავრცელდა, სადაც ჰენსენი ჩიპების დიდ გროვასთან პოზირებს. სამწუხაროდ, რეალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია ჰენსენის ბანკროლი, მხოლოდ Bobby's Room-ში შეკრებილი მოთამაშეები ფლობენ. ერთ-ერთ სესიაზე ჰენსენი მაისურით გამოცხადდა, რომელსაც ეწერა: "ვოლ სთრითზე ვიმუშაო, თუ Bobby's Room-ში ხალხი ვიხმარო? არჩევანი შენზეა."
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში ჰენსენი მოულოდნელ გადაწყვეტილებას აანონსებს, რამაც უამრავი კითხვა გააჩინა. როგორც მოთამაშე ამბობს, ის ქეშ-გეიმის მარათონული სესიების გაგრძელებას აღარ აპირებს. ჩვენ არ ვიცით რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი - გაკოტრება, თუ მსუყე მოგება, რომელიც დასვენების საშუალებას იძლევა?