PartyPoker-ის $250.000-იან სუპერ ჰაი როლერრს შტეფენ სონტაიმერი ლიდერობს

PartyPoker-ის მიერ ორგანიზებული 2018 წლის Carribean Poker Party დასკვნით ფაზაში შევიდა. კარიბული სერიების ფარგლებში სუპერ ჰაი როლერ ტურნირმა აიღო სტარტი, რომლის ბაი-ინიც $250.000 დოლარს შეადგენდა. ტურნირზე 6 მოთამაშეა დარჩენილი, საიდანაც ანაზღაურებას მხოლოდ 4 მიიღებს. 

ტურნირის ჩიპლიდერი გერმანელი შტეფენ სონტაიმერია, რომელმაც ჩიპლიდი ნიკ პეტრანგელოს წაართვა. ამჟამად, პეტრანგელო მხოლოდ 20 ბიგ ბლაინდს ფლობს. ლიდერობის მიუხედავად, სონტაიმერის მისია ადვილი შესასრულებელი არ იქნება - მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან უწევს ჭიდილი. პირველ რიგში, მის მთავარ საფრთხეს დევიდ პიტერსი წარმოადგენს, რომელიც სონტაიმერს ფეხდაფეხ მიჰყვება. 

ერთ-ერთი დიდი სახელი, რომელსაც გულშემატკივრები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, მიკიტა ბადიაკოვსკია. ბელარუსი მოთამაშის სტეკი მე-4 პოზიციას იკავებს. ტურნირზე PartyPoker-ის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია დარჩენილი - აიზიკ ჰექსტონი, რომელიც მე-5 ადგილზეა. 

ტურნირს, ადრეული სტადიიდანვე, ისეთივე მოთამაშეები გამოეთიშნენ, როგორებიც ბენ ტოლერენი, კერი კატზი, თალალ შაკერჩი და სტივ ო'დუაიერი არიან. ტურნირიდან გამოვარდნის მიუხედავად, ო'დუაიერს კარგი კვირა აქვს: გუშინ მან $25.000-იანი ჰაი როლერის მე-2 ადგილისთვის $1.300.000 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური