როგორ შეიწირა ლეონ ცუკერნიკის ქულერმა ჯეისონ კუნი და კრისტოფერ კრაკი

Carribean Poker Party-ის ფარგლებში მიმდინარე $10.000.000 GTD-ის მე-3 დღე დიდი ქულერით დაიწყო: ლეონ ცუკერნიკმა ქუადსის წყალობით ჯეისონ კრუკი და კრისტოფერ კრაკი გზიდან ჩამოიშორა. დარიგებას დრამატულობით ის ფაქტორი გამოარჩევდა, რომ ყოველ რაუნდზე ლიდერი იცვლებოდა.

მოთამაშეებს შემდეგი ხელები დაურიგდათ:

ლეონ ცუკერნიკი - 55

კრისტოფერ კრაკი - AJ

ჯეისონ კუნი - 88

ფლოპი: Q85

გათამაშების ორ მონაწილეს - Kings Casino-ს მფლობელსა და კანადელ ჰაი სტეიკს გრაინდერს ტრიპსები შეხვდათ, ხოლო მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეს - ნათ ფლეშ დრო. მოთამაშეებმა საკუთარი ჩიპები მაგიდის ცენტრში იმაზე გაცილებით ადრე მოაქციეს, სანამ დარიგების მათემატიკურ მხარეს განიხილავდნენ. ამ მომენტისთვის უპირატესობას კრისტოფერ კრაკი ფლობდა. 

თერნი: Q859 

თერნზე დადებულმა 'ჯვარმა' ჯეისონ კუნს ფლეში დაუსრულა და უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ მას ბორდის გაწყვილება უნდა აეცილებინა თავიდან. 

რივერი: Q8595 

"არის! აი მესმის დასაწყისი!" - წამოიყვირა ცუკერნიკმა, როდესაც მისი 2.39%-იანი შანსები ზუსტ მომენტში ამოქმედდნენ. დარიგების ანდერდოგმა ქუადსი დაასრულა და ორი მოთამაშე, რომლებიც პირველ და მეორე რაუნდებზე უპირატესობას ფლობდნენ თამაშს გამოთიშა. 

ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერთა სია ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშეჩიპ ქაუნთი
1ლეონ ცუკერნიკი28.400.000
2ბენ ტოლერენი21.140.000
3როჯერ ტასკა 20.900.000
4ჩენს კორნუთი20.500.000
5სტივ ო'დუაიერი19.550.000

 

რუმები

ქართული უცხოური