WPT Montreal-ის ფინალში პატრიკ სერდამ ემა ზაიმოვიჩი დაამარცხა

კვირას, მონრეალში მდებარე Playground Poker Club-ში WPT-ის C$5.300 დოლარიანი ივენთი გაიმართა. 792 მონაწილემ C$5.300 კანადური დოლარი გადაიხადა, რომლის ძირითადი ნაწილიც პატრიკ სერდას შეხვდა.

ფინალური მაგიდა ცნობილი სახელებით იყო დატვირთული: პატრიკ სერდას გარდა, მაგიდაზე სორელ მიცი, უპეშკა დე სილვა და ემა ზაიმოვიჩი ისხდნენ. სწორედ ამ უკანასკნელმა გაუწია პატრიკ სერდას ჰედს-აპ მეტოქეობა. შეგახსენებთ, რომ ემა ზაიმოვიჩი პირველი ქალი მოთამაშეა, ვინც WPT-ის ტიტულის მოგება შეძლო. მას WPT-ის მე-2 ტიტულის მოგებამდე სულ ცოტა აშორებდა, მაგრამ იღბალი სერდას მხარეს აღმოჩნდა. 

პატრიკ სერდამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მამა გახდა, მონრეალში გამართული ტურნირის პირველი ადგილისთვის $668.388 დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მას WPT-ის დასკვნით ტურნირზე $15.000 დოლარიანი ადგილიც შეხვდა. "წინა გამარჯვებებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი შეგრძნებაა, - ყვებოდა სერდა ჟურნალისტებთან, - არ ვიცი რატომ ვფიქრობ ასე, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ამ ტურნირისთვის გაცილებით მეტი ვიბრძოლე და ვიმუშავე. მართალია, სორელ მიცისთან 3-ჯერ 'ქულერის' დახმარებით მოვიგე, მაგრამ სხვა შემთხვევები საკმაოდ არასტანდარტული სათამაშო იყო."

პატრიკ სერდას კარიერაში ეს ზომით მე-2 ანაზღაურებაა. პრაღაში გამართულ EPT ჰაი როლერზე მან $750.216 დოლარი მოიგო. მაშინდელი ტურნირის მოსაგებად სერდას უილიამ კასუფის დამარცხება დასჭირდა. 

რუმები

ქართული უცხოური