WSOPE Main Event - კორაი ალდემირი და რაიან რაისი ჩიპლიდერთა შორის
WSOPE-ის რიგით მე-10 ტურნირზე, ევროპული სერიების მთავარ ღონისძიებაზე 12 მოთამაშეა დარჩენილი. გუშინდელი გეგმის მიხედვით, ტურნირის მონაწილეებს 6 ლეველი უნდა ეთამაშათ, მაგრამ მოთამაშეების გავარდნის სწრაფი ტემპის გამო, თამაში დროებით შეჩერდა.
ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი უნგრელი ლასლო ბუიტასია, რომელიც 7.150.00-იან სტეკს ფლობს. ბუიტასი პოკერის დიდ სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა, ჯერჯერობით მისი საუკეთესო ანაზღაურება $62.605 დოლარია. მისი სატურნირო შემოსავალი კი მხოლოდ $242.000 დოლარს ითვლის.
უნგრელი მოთამაშის შემდეგ, ჩიპლიდერთა შორის ცენტრალური ევროპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გერმანელი კორაი ალდემირია, რომელიც რამდენჯერმე აღმოჩნდა ოლ ინ სიტუაციაში, მაგრამ მძიმე სიტუაციიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა. ამ მომენტისთვის ის 6.890.000 ჩიპს აკონტროლებს და მეინ ივენთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ალდემირის საერთო სატურნირო შემოსავალი $10.000.000 დოლარს აჭარბებს.
კიდევ ერთი დიდი სახელი, ვინც ჩიპლიდერთა შორის აღმოჩნდა, რაიან რაისია. რაისი ტურნირის ის მონაწილეა, ვინც WSOP-ის მეინ ივენთის მოგების გემო კარგად იცის. ერთადერთი მოთამაშე, ვინც ამერიკის და ევროპის კონტინენტზე WSOP-ის მეინ ივენთის მოგება შეძლო, ფილ ჰელმუტია. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა მე-3 პოზიციაზე მყოფი რაისი ლეგენდარული ჰელმუტის შედეგის გამეორებას? ის 5.980.000 ჩიპს აკონტროლებს.