€100.000 High Roller-ზე ივან ლიუმ €1.251.455 ევრო მოიგო

როზვადოვში მიმდინარე WSOPE-ზე კიდევ ერთი, ამჯერად €100.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირის თამაში გადაწყვიტეს. ღონისძიებას King's Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი უძღვებოდა, ამიტომაც მას €100.000 Leon's High Roller დაარქვეს. 

პოკერის ევროპული სერიები 'ტრიტონის' გუნდისთვის წარუმატებელი ტურნე აღმოჩნდა. ვერცერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი შედეგის დადება ვერ შეძლო. ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სერიების მიწურულს გაიბრწყინა, ივან ლიუ აღმოჩნდა, რომელმაც €100.000 Leon's High Roller-ზე 33 მოთამაშეს შორის მოიგო და ბანკროლი €1.251.455 ევროთი გაიმდიდრა. აღსანიშნავია, რომ ლიუს გულშემატკივართა ყველაზე დიდი გუნდი ჰყავდა და ტურნირის ხანგრძლივობის პარალელურად, გულშემატკივართა რაოდენობაც იზრდებოდა. 

შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი მოგება ლიუს სატურნირო კარიერაში საუკეთესო იყო. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $4.1 მილიონ დოლარს შეადგენს. ფინალურ ჰედს-აპში მალაიზიელმა მოთამაშემ ჩეხი მარტინ კაბრელი დაამარცხა. 

აღსანიშნავია ტონი ჯის გააქტიურება. პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ლიტვური წარმოშობის ავსტრალიელი მოთამაშე პოკერის მაგიდებთან თითქმის არავის უნახავს. ბოლო წლების განმავლობაში, ტონი ჯი პოკერის რამდენიმე ტურნირზე გამოჩნდა, ისიც მხოლოდ წამყვანის, ან პრომოუტერის ამპლუაში. მიმდინარე სერიებზე კი ტონი ჯი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას ტურნირებში და საკმაოდ წარმატებულადაც - €100.000 Leon's High Roller-ზე ტონი ჯიმ მე-4 ადგილი დაიკავა, რომლისთვისაც €351.579 ევრო იყო დაწესებული. 

რუმები

ქართული უცხოური