WSOPE Monster Stack-ის გამარჯვებული ტიმურ მარგოლინი გახდა

ისრაელის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ტიმურ მარგოლინმა WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიგო. WSOPE-ის მე-5 ივენთს, რომელიც Monster Stack-ის სახელითაა ცნობილი, უამრავი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, რადგან ის პოკერის ევროპული სერიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ქართული წარმოშობის მიხეილ მაღალაშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩიპლიდერების ხუთეულში გვევლინებოდა, ფინალურ მაგიდაზე ვერ მოხვდა. მაღალაშვილმა 98 ადგილი დაიკავა, €1.605 ევროიანი ანაზღაურებით.

მარგოლინმა ფინალურ ჰედს-აპში რაულ ვილაროელი დაამარცხა და სახლში სოლიდური ჯილდო, €134.407 ევრო წაიღო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ლას ვეგასში, მარგოლინმა თავისი პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. რიგით მეორე სამაჯური მარგოლინს ლეონ ცუკერნიკმა - King's Casino-ს მფლობელმა გადასცა. ისრაელის მიერ 3 ოქროს სამაჯურის მოგებაზე მარგოლინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საოცარია! სახლიდან ლაივ სტრიმს ვადევნებდი თვალს. ვხედავდი რას აკეთებდნენ ბიჭები. ვთქვი, რომ მეც უნდა წავიდე King's Casino-ში და ბედი ვცადო-თქო. პირველივე ტურნირი მოვიგე. დაუჯერებელია!"

ჰედს-აპი მარგოლინის 8:1 უპირატესობით დაიწყო. მიუხედავად ამისა, მას 30 წუთი დასჭირდა, რათა ჩილელი ოპონენტის 14 ბიგ ბლაინდი საბოლოოდ მიესაკუთრებინა. საბოლოოდ, მოთამაშეები კოინ-ფლიპ სიტუაციაში აღმოჩდნენ: მარგოლინის J9 ვილაროელის 77-ის წინააღმდეგ. ნეიტრალური ფლოპი ვილაროელის პოზიციას ამყარებდა, მაგრამ თერნზე დადებული 9 მარგოლინს აძლევდა უპირატესობას. საბოლოოდ, მარგოლინს €134.407, ხოლო ვილაროელს €83.042 ევრო შეხვდათ. 

თეგები
WSOPE 2018 Monster Stack

რუმები

ქართული უცხოური