ტომ დუანის დაუნსვინგი გრძელდება

ტომ დუანის წამგებიანი სერია კვლავ გრძელდება. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, პოლ ფუასთან დაპირისპირებაში მან $2.353 მილიონ დოლარიანი დარიგება წააგო, როდესაც მალაიზიელის აგრესია არ დააფასა და AQ-ით AA-ის წინააღმდეგ გაილაშქრა. 

დუანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მათემატიკური მოლოდინის უარყოფით მხარეს. ამჯერად, ის 36 კარტიან 'შორთ დექს' თამაშობდა, როდესაც ელტონ ცანგთან KK-ით ოლ ინი გააკეთა. ბედის ირონიით, დუანი AQ -ის წინააღმდეგ აღმოჩნდა - ხელი, რომელმაც მან პოლ ფუასთან წააგებინა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მაგიდის ცენტრში $537.000 დოლარი მოგროვდა, რომლის ბედიც 6A9 ფლოპმა გადაწყვიტა. თერნზე და რივერზე დუანმა პრეფლოპ უპირატესობის აღდგენა ვერ შეძლო და კიდევ ერთხელ გამოემშვიდობა მთლიან სტეკს.

დუანისა და ცანგის გარდა, მაგიდასთან პოლ ფუა, ენდრიუ რობლი და ჯეისონ კუნი იყვნენ შეკრებილები. გაკოტრების შემდეგ, ტომ დუანმა HK$ 3 მილიონი ჰონგკონგური დოლარის რე-ბაი მოითხოვა, რაც დაახლოებით $382.797 აშშ დოლარია. 

სრული ეპიზოდის ნახვა მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ:

რუმები

ქართული უცხოური