სტივ ო'დუაიერმა PartyPoker-ის ტურნირზე £585.000 ფუნტი მოიგო

მსოფლიოს მასშტაბით, პრაქტიკულად არ არსებობს სატურნირო ღონისძიება, რომელიც სტივ ო'დუაიერის მონაწილეობით ან გამარჯვებით არ იამაყებდა. გუშინ, კოლორადოელმა პროფესიონალმა PartyPoker-ის LIVEMILLIONS-ის £25.000-იანი სუპერ ჰაი როლერი მოიგო, £585.000 ფუნტ სტერლინგიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

ტურნირზე რეგისტრაცია 51 მოთამაშემ გაიარა, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენას 2 დღე დასჭირდა. ფინალურ მაგიდაზე 8 მოთამაშე მოხვდა, მაგრამ ფულში შესვლა მხოლოდ 6 მათგანმა მოახერხა. 'ბაბლიდან' 2013 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარრჯვებული - რაიან რაისი გამოვარდა. უნდა ითქვას, რაისმა მაშინვე MILLIONS UK მეინ ივენთზე გადაინაცვლა. 

რაისის გავარდნის შემდეგ, ო'დუაიერმა, შეიძლება ითქვას, მაგიდა გაანადგურა. ფინალური ჰედს-აპი, რომელიც მასსა და ფაბრიციო კატალდის შორრის შედგა, ო'დუაიერმა 8-1 უპირატესობით დაიწყო - აშკარაა, რომ ფინალური მაგიდიდან გავარდნილი მოთამაშეები ო'დუაიერის კარტს ემსხვერპლნენ. 

სტივ ო'დუაიერი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის მე-10 პოზიციას იკავებს. ის სულ რაღაც $300.000 დოლარით ჩამორჩება დევიდ პიტერსს, რომელიც მე-9 პოზიციაზეა. 

რუმები

ქართული უცხოური