სამი კელოპურომ POWERFEST-ის ჰაი როლერი მოიგო

PartyPoker-ზე მიმდინარე POWERFEST-ის ტურნირების სერია დასასრულდ მიუახლოვდა. პოკერის ონლაინ ფესტივალის დასკვნით დღეს, საერთო ჯამში, პოკერ-რუმმა $6.816.000 დოლარი გასცა. დღის საუკეთესო ანაზღაურება - $317.190 დოლარი სამი კელოპუროს შეხვდა, რომელმაც POWERFEST-ის ჰაი როლერ ივენთი მოიგო.

ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 327 მოთამაშემ ტურნირის საფასური - $5.200 დოლარი გადაიხადა, პრაიზპული $1.635.000-მდე გაიზარდა. ITM 48-ე ადგილიდან იწყებოდა და მინიმალური ანაზღაურება $10.627 დოლარს შეადგენდა. ფინალური მაგიდის მე-8 ადგილისთვის დაწესებული ჯილდო კი $30.411 დოლარი იყო, რაც ონლაინ გრაინდერ Sheparentao-ს შეხვდა.

NoLoiterin-ის მე-3 ადგილიდან გამოვარდნის შემდეგ, სამი LarsLuzak1 კელოპუროსა და A3PTEH-ს შორის გადამწყვეტი ორთაბრძოლა გაიმართა. პირველ და მეორე ადგილებს შორის განსახვავება $88.000 დოლარს შეადგენდა. ფინელმა გრაინდერმა ჰედს-აპი მცირე უპირატესობით დაიწყო, მაგრამ აგრესიული პოკერით მოწინააღმდეგის ჩიპების მისაკუთრება მალევე მოახერხა. სამი კელოპურო თანამედროვე ონლაინ პოკერის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი რეგულარია, რომელიც ქეშ-გეიმებსა და ტურნირებს თანაბარი წარმატებით თამაშობს. 

საერთო ჯამში, POWERFEST-ის უკანასკნელი სერიების განმავლობაში, 670 ტურნირზე $69.106.263 დოლარის მოგება გაიცა. 

რუმები

ქართული უცხოური