უკრაინაში პოკერი სპორტის სახეობად აღიარეს

აქტიური ევროპიზაციის პერიოდში, როდესაც ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს ბიზნესების პრივატიზებას და მოძველებული, საბჭოთა რეგულაციების შედარებით რბილი და ლიბერალური კანონმდებლობით ჩანაცვლებას, თამაშის მოყვარულებს უკრაინამ სასიამოვნო ამბავი მოუმზადა: უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 3780-ე დადგენილების მიხედვით, პოკერი სპორტის სახეობად გამოცხადდა. 

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, გემბლინგის წინააღმდეგ მიმართული კანონი ყველასთვის საყვარელ თამაშს აღარ შეეხება. 2010 წლამდე, უკრაინაში პოკერს მეტ-ნაკლებად რბილად უდგებოდნენ, მაგრამ 2009 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და იუსტიციის მინისტრმა პოკერი აზარტული თამაშების სიაში, სლოტებისა და ბლექ ჯექის პარალელურად შეიყვანა. კანონმდებლობაში ანტი-გემბლინგ რეგულაციები ძალაში 2010 წელს შევიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანაში აზარტული ბიზნესი ოფიციალურად იკრძალებოდა. 

პოკერ-რუმებისა და კლუბების უკმაყოფილება სასამართლო დავით დასრულდა: 2013 წელს, უკრაინის უმაღლესი სასამართლო პოკერის მოყვარულების მხარეს დადგა და მათ ტურნირების თამაშის უფლება დაუბრუნა. თუმცა, დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ტურნირებს შეეხო - ქეშ-გეიმს აკრძალვები შეუნარჩუნდა. 

მთავრობის ასეთ მკაცრ ზომებს პოკერის ოპერატორებისგან მძიმე რეაქცია მოჰყვა: iPoker-ის ქსელმა, რომელიც William Hill-ს, Betfair-სა და Ladbrokes-ს აერთიანებდა, ბიზნესის დაცვის მიზნით ქვეყნის ტერიტორია დატოვა. iPoker-ის უკრაინიდან გასვლა ყირიმის კრიზისს დაემთხვა, რაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ქვეყნისთვის კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა. 

მაშინ, როდესაც პოკერი ოფიციალურად იკრძალებოდა, უკრაინამ მსოფლიოს არაჩვეულებრივი მოთამაშეები აჩუქა: იუჯინ კაჩალოვი - $9.235.296 დოლარიანი კარიერული შემოსავლითა და ევგენი ტიმოშენკო - $7.684.951 დოლარიანი მოგებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოკერის სპორტად აღიარების შემდეგ, როდესაც თამაშისთვის თანამედროვე, ლიბერალური რეგულაციები დაწესდება, უკრაინაში პოკერი ახალ სიცოცხლეს ნახავს, რაც ქვეყანაში თამაშის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს. 

რუმები

ქართული უცხოური