დენიელ ნეგრანუ PokerStars-ის ახალი პოლიტიკის დაცვას აგრძელებს

სულ ცოტა ხნის წინ, PokerStars-მა საკუთარ მომხმარებელს პოკერის ახალი ვარიანტი - Unfold Poker გააცნო. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეებს, რომლებმაც პრეფლოპ ვაჭრობისას გადაყარეს კარტი, ფლოპის დარიგების შემდეგ კვლავ შეუძლიათ დარიგებაში დაბრუნება და შემდგომ რაუნდებში მონაწილეობის მიღება. თამაშის ახალმა სახეობამ დიდი გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია. 

პოკერ-რუმის ვეტერანი წარმომადგენელი - დენიელ ნეგრანუ კვლავ საკუთარი დამსაქმებლის დაცვას შეუდგა და 'ტვიტერზე' პოსტი გამოაქვეყნა: "5 კარტიანი სტადის შემდეგ, 7 კარტიანი ვარიანტის შემოღებამ დიდი უკმაყოფილება გააჩინა; შემდეგ იყო ჰოლდემი, მას მოჰყვა ომაჰა, ახლა შორთ დექი... პოკერი ყოველთვის განვითარდება და მის პორგრესს ვერავინ შეაჩერებს. თუ რომელიმე სახეობა არ მოგწონს, არ ხარ ვალდებული, ითამაშო."

კანადელის მოსაზრებას მისი ერთ-ერთი 'ფოლოვერის' კომენტარი მოჰყვა: "პოკერის ახალი ვარიანტების შექმნა და დამატება  არასდროს ყოფილა უკმაყოფილების მიზეზი. პრობლემა PokerStars-ის არანორმალურად გაზრდილი საკომისიოა, რომელიც მოყვარულ მოთამაშეებს აშინებს და თამაშისგან კიდევ უფრო აშორებს. მომგებიან მოთამაშეებს სულ უფრო და უფრო უჭირთ თამაშიდან შემოსავლის მიღება, რადგანაც რეიკი ძალიან დიდია. დამწყებ და მოყვარულ მოთამაშეებს კი ურჩევნიათ იმ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც დიდი ცოდნა არ სჭირდება. სწორედ ასეთია Unfold Poker, რომელიც ნებისმიერ მოყვარულს მხოლოდ გემბლინგის საშუალებას აძლევს და არანაირ შრომას არ მოითხოვს. იმედი მაქვს, შემდეგ ათწლეულში 'სტარსი' გაქრება და პოკერის განვითარებას არ შეაფერხებს."

"PokerStars-ზე ერთი თამაშიც კი არ არის, რომლის მოგებაც შეუძლებელი იქნებოდა, - პასუხობს კრიტიკას ნეგრანუ, - ნებისმიერ თამაშში შესაძლებელია გამარჯვება. თუ შენ ამ თამაშებს ვერ ამარცხებ, პრობლემა საკომისიოში არაა. პოკერის ეკოსისტემაში 3 კომპონენტია: 1. მომგებიანი მოთამაშეები; 2. კაზინო; 3. წამგებიანი მოთამაშეები. თუ პიველს შედარებით ცუდი დრო დაუდგა, დანარჩენი ორი ამით ვერ ზიანდება."

დენიელ ნეგრანუსა და 'სტარსის' კრიტიკოსების რიგი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა: "თუ მომგებიან რეგულარ კონკრეტული თამაშის მოგება უჭირს, 2 მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - საკომისიო ძალიან დიდია, ან თამაში განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს. ასე შემთხვევაში, კაზინო, რა თქმა უნდა, არანაირად არ დაზარალდება, მაგრამ ის მომგებიან და წამგებიან მოთამაშეებს შორის არსებულ კონკურენციას მინიმუმამდე წევს, რაც მთლიანობაში პოკერს აზიანებს."

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც PokerStars-ის გაზრდილი საკომისიოს დაცვა სცადა, დენიელ ნეგრანუმ უცნაური განმარტება გააკეთა, რომ დიდი გადასახადები მოთამაშეებისთვის უკეთესიც კი იყო. მას შემდეგ, ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი - დაგ პოლკი მის დაუძინებელ მტრად იქცა. ქეშ-გეიმზე, სადაც ნეგრანუ და პოლკი გვერდიგვერდ თამაშობდნენ, ამ უკანასკნელს მაისური ეცვა, წარწერით: More rake is better - მეტი საკომისიო უკეთესია. პოლკი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რათა 'სტარსი' და მისი ერთგული დამცველი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციოს. 

რუმები

ქართული უცხოური