ვიქტორ Isildur1 ბლომის წარუმატებელი წელი

ტრადიციულად, ვიქტორ ბლომის სახელის ხსენება გულშემატკივრებში - სიამაყის, ოპონენტებში - შიშის შეგრძნებას იწვევს. ონლაინ მაგიდებთან მის გამოჩენას მოუთმენლად ელის ყველა. 2017 წლისგან განსხვავებით, 2018 წელი მისთვის საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა - HighStakesDB-ის მონაცემებით, ბლომი $337.000 დოლარის მინუსშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბლომის ოპონენტებისთვის წელი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გამოდგა. 

წელი ბლომისთვის დიდი წარმატებით დაიწყო. იანვარში, შვედმა $109.000 დოლარის მოგება შეძლო, მაგრამ თვის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მან იმდენი წააგო, რომ $194.000 დოლარიანი მინუსი აჩვენა. მას შემდეგ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბლომმა მინუსიდან ამოსვლა ვერ შეძლო. 

წარუმატებელი იანვრის შემდეგ, ბლომმა მთელი თებერვალი კომპიუტერისგან მოშორებით გაატარა და ონლაინ მაგიდებს მხოლოდ მარტში, განახლებული შემართებით დაუბრუნდა. მართლაც, მარტის მანძილზე მან რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი სესია მოიგო, მაგრამ მალევე, კვლავ უარყოფით ბალანსზე გადაეშვა. მინუსმა ამჯერად $318.000 დოლარი შეადგინა. 

რა თქმა უნდა, ბლომი თამაშის სპეციალისტია - მან ზედმიწევნით იცის, თუ როგორ მუშაობს დისპერსია და რა სვინგებს უნდა ელოდოს მოთამაშე, რომელიც ასეულ ათასობით დარიგებას თამაშობს. ჯერჯერობით, უცნობია, გამოცვლის თუ არა სათამაშო ატმოსფეროს პოკერის შვედი ლეგენდა და გადაინაცვლებს თუ არა რეალურ მაგიდებთან. დიდი ჩავარდნის შემდეგ, გას ჰენსენი სწორედ ასე მოიქცა. მის 'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დანელის საქმე ცუდად არ უნდა მიდიოდეს. 

რუმები

ქართული უცხოური