2018 წლის WSOP One Drop ჯასტინ ბონომომ მოიგო, $10.000.000 ანაზღაურებით
მრავალი წლის განმავლობაში, ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშის სტატუსს დენიელ ნეგრანუ იკავებდა. რამდენიმე საათის წინ მდგომარეობა შეიცვალა: პოკერის All time money list-ს ახალი ლიდერი ჰყავს - ჯასტინ ბონომო.
ბონომომ 2018 წლის WSOP One Drop ივენთი მოიგო, $10.000.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის, რითიც მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $43.000.000 დოლარამდე გაიზარდა. "იმის თქმა შემიძლია, რომ გასული წლის განმავლობაში ფანტასტიკური პოკერი ვითამაშე, - ამბობს ბონომო, - არ მგონია, რომ საუკეთესო მოთამაშე ვარ, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთ მოწინავე ადგილს ვიკავებ." თუ მსგავსი განცხადება ზედმეტად ამბიციურად გეჩვენებათ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში, ბონომოს ანგარიშზე 2 ოქროს სამაჯური და $25.000.000 დოლარის მოგება ირიცხება, რაც აშკარად მის ფენომენალურ ნიჭზე მეტყველებს.
"ასეთი ტურნირის თამაში ნამდვილად პრივილეგიაა, მაგრამ ამასთანავე დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც ტურნირში გადამიხდია." $1.000.000 დოლარიანი ღირებულების One Drop ტურნირი, WSOP Main Event-ის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად შეიძლება ჩაითვალოს. არნახულად დიდი ბაი-ინის გამო, პოკერის ინდუსტრიის ბევრი ექსპერტის აზრით კი, One Drop-ის ღონისძიება სტატუსით მეინ ივენთსაც კი უსწრებს. საპრიზო ფონდის გარკვეული ნაწილი იმ ფონდში ირიცხება, რომელიც წყლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ეხმარება.
ფინალური მაგიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვარსკვლავებით დატვირთული აღმოჩნდა: ბაირონ კავერმანი, რიკ სალომონი და დენ სმიტი, შესაბამისი თანმიმდევრობით, მე-5, მე-4 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ. ბონომოს მთავარი მეტოქე, დიდი პოკერიდან 'წასული' და უკვე ბევრჯერ დაბრუნებული ფედორ ჰოლცი იყო, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $6.000.000 მილიონი დოლარი მიიღო.
Big One fro One Drop-ის გამარჯვებულების სია:
წელი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება | მონაწილეთა რაოდენობა |
2012 | ანტონიო ესფანდიარი | აშშ | $18.346.673 | 48 |
2014 | დენ კოლმანი | აშშ | $15.306.668 | 42 |
2016 | ელტონ ცანგი | ჰონგ კონგი | $11.111.111 | 28 |
2018 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $10.000.000 | 27 |