პოკერის. ანტიგმირი ბრუნდება - კრის ფერგიუსონი WSOP POY-ის ლიდერბორდშია
გასული წლის. WSOP-ის წლის მოთამაშე - კრის ფერგიუსონი აქტიურად ცდილობს საკუთარი ტიტულის დაცვას. მიმდინარე ზაფხულის სერიებზე მან 10-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა და $208.000 დოლარის პროფიტი აჩვენა.
ამ მომენტისთვის, საპრიზო ადგილების რაოდენობით, კრის ფერგიუსონი შონ დიბს უთანაბრდება. დიბმა $25.000 დოლარიანი პოტ ლიმიტ ომაჰას ტურნირის პირველი ადგილითა და $1.402.683 დოლარიანი ანაზღაურებით, WSOP-ის წლის მოთამაშის რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. მართალია, ფერგიუსონი 31-ე ადგილზეა - ის გაჩერებას არ აპირებს. მისი საუკეთესო შედეგი მიმდინარე წელს $1.500 დოლარიანი სევენ ქარდ სტადის მე-4 ადგილია, რომლისთვისაც Full Tilt Poker-ის ყოფილმა სახემ $30.000 დოლარი მიიღო; საუკეთესო ანაზღაურება კი $161.371 დოლარია, ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე დაკავებული საპრიზო ადგილისთვის.
გასულ წელს, ფერგიუსონმა მსოფლიო რეკორდის მოხსნა შეძლო და სერიების მსვლელობის განმავლობაში, ფულში შესვლა 23-ჯერ მოახერხა. Player of the Year-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, პოკერის სამყაროში მის მიმართ არსებული აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. ერთი თვის წინ მის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო მიმართვამ, სადაც ფერგიუსონი ბოდიშს იხდიდა, პოკერის მოყვარულების გულის მოგება ვერ შეძლო.
ამჟამად, ფერგიუსონის ანგარიშზე WSOP-ის 107 საპრიზო ადგილია. მან ერიკ საიდელის გასწრებაც კი მოახერხა და მხოლოდ ფილ ჰელმუტს ჩამორჩება, რომელსაც 134-ჯერ აქვს WSOP-ზე ანაზღაურება მიღებული.