ბრაიან რასტი WSOP-ის მე-4 სამაჯურს იგებს

ბრაიან რასტმა WSOP-ის მიმდინარე სერიებზე რიგით მე-4 ოქროს სამაჯური მოიგო. რასტმა გამარჯვება $10.000 დოლარიან 2-7 ლოუბოლ დროს ტურნირზე მოიპოვა - ივენთზე, რომელსაც დოილ ბრანსონის გამო განასკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. როგორც ბრანსონმა რამდენიმე დღის წინ 'ტვიტერის' გვერდზე დაწერა, ეს მისი უკანასკნელი ტურნირი იყო. 

ბრაიან რასტი დოილ ბრანსონის კომპანიონი არამხოლოდ მოგებულ ტურნირზე იყო - ისინი ხშირად თამაშობენ პრივატულ ქეშ-გეიმებს. "ტურნირზე მე მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, მაგრამ ამ როლიდან თუ გამოვალ, შემიძლია მისი ყოველი ნაბიჯი ისე შევაფასო, როგორც პოკერის გულშემატკივარმა, - ამბობს ბრაიან რასტი, - ის პოკერის სახეა, ის ლეგენდაა! მისი უკანასკნელი ტურნირი მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო."

ტურნირზე 95 მოთამაშე იყო წარმოდეგნილი. ფინალური მაგიდის ლაინ-აფი ცნობილი სახეებით დატვირტული აღმოჩნდა: რასტისა და ბრანსონის გარდა, მაგიდაზე ჯონ ჰინიგანი, დარიო სამარტინო, შონ შიჰანი და ჯეიმს ალექსანდერი ისხდნენ. გამარჯვებულის ფინალური მეტოქე მაიკ უოთელი აღმოჩნდა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $160.489 დოლარი მიიღო. 

თავად დოილ ბრანსონმა $43.963 დოლარის მოგება და მე-6 პოზიციის დაკავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მან პირველი სამაჯური სწორედ 2-7 ლოუბოლის ივენთზე მოიგო. 

რუმები

ქართული უცხოური