დოილ ბრანსონი: "სავარაუდოდ, ჩემს უკანასკნელ WSOP-ის ივენთს ვთამაშობ"

თუ 'ცოცხალი ლეგენდის' დეფინიცია გაინტერესებთ, დოილ ბრანსონი ამ გამოთქმის საუკეთესო მაგალითია! WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელი და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ნებისმიერი ტურნირის, ქეშ-გეიმისა თუ სატელევიზიო გადაცემის სასურველი სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ ბრანსონი 84 წლისაა, ის პოკერში აქტიურადაა ჩართული და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლება. 

WSOP-ზე დოილ ბრანსონის უკანასკნელი ანაზღაურება 2013 წლით თარიღდება, როდესაც მეინ ივენთის 409-ე ადგილისთვის $28.063 დოლარი მიიღო. მას შემდეგ, პოკერის ლეგენდა ტურნირებზე იშვიათად ჩნდებოდა. შარშანდელი მსოფლიო სერიები ბრანსონმა საერთოდ გამოტოვა. სამაგიეროდ, ის აქტიურად იყო ჩართული Bobby's Room-ში მიმდინარე ქეშ-გეიმებში. 

როგორც საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ბრანსონი წერს, ის უკანასკნელ ივენთს თამაშობს: "Rio-ში მივდივარ, 2-7 ლოუბოლის ტურნირზე. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი ივენთი იქნება, რომელსაც ვითამაშებ." მართალია, მესიჯი საკმაოდ გულდასაწყვეტი და სევდიანია, დოილ ბრანსონი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა - ის ტურნირზე დარჩენილ 11 მოთამაშეს შორის ერთ-ერთია, ვისაც პირველი ადგილისთვის დაწესებული $260.000 დოლარის მოგების შანსი აქვს. მისი მეტოქეები WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურის მფლობელი ბრაიან რასტი და მისი შვილი - ტოდ ბრანსონი არიან. 

დოილ ბრანსონმა უკანასკნელი ოქროს სამაჯური 2005 წელს მოიგო. WSOP-ის პირველი სამაჯურის მოგებიდან კი 42 წელი გავიდა - პოკერის ლეგენდამ 1976 წელს, WSOP-ის $5.000 დოლარიანი ივენთი მოიგო, რომელზეც სწორედ 2-7 ლოუბოლს თამაშობდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური