ჯასტინ ბონომომ WSOP Heads-Up Championship მოიგო

ჯასტინ ბონომოს თავბრუდამხვევი წელი გრძელდება! ამჯერად, ამერიკელმა მოთამაშემ მიმდინარე WSOP-ის სერიების ფარგლებში გამართული ულიმიტო ჰოლდემის $10.000 დოლარიანი Heads-Up Championship მოიგო. უკანასკნელ ორთაბრძოლაში ბონომომ ბრიტანელი ჯეისონ მაკკონონი დაამარცხა. 

ივენთზე 114 მონაწილე დარეგისტრირდა. 113 გამართული ჰედს-აპ სესიიდან, ბონომომ 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყოველ ჯერზე წარმატებას მიაღწია, რაც $185.965 დოლარიანი ანაზღაურებით დასრულდა. "მგონია, რომ სიზმარში ვარ, - ამბობს 32 წლის მოთამაშე, - სიზმარი ერთადერთი მიზეზია, რითიც შეიძლება ჩემი ასეთი წარმატებული მსვლელობა ავხსნა." ბოლო დროს, ბონომომ უამრავ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი აპსვინგი ყოველგვარი რყევების გარეშე, სტაბილური ხაზით გაგრძელდება, რადგან ჩავარდნის ნიშნები არც ბოლო ტურნირზე შეინიშნებოდა: "ფინალურ მატჩში საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი. ჩემს მოწინააღმდეგეს ტურნირის დაწყებამდე არ ვიცნობდი. უშუალოდ ჩვენი დაპირისპირების დაწყებამდე, მისი რამდენიმესაათიანი სესია ვნახე. ის ინტერნეტში მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებს თამაშობს. მაკკონონი იმ კატეგორიის მოთამაშეა, რომელმაც ყოველი სიტუაცია დეტალურად იცის და რომლის წინააღმდეგ თამაშსაც არავინ ისურვებს. მაგრამ იღბალი აშკარად ჩემკენ იყო."

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, პოკერის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშე ქალმა - ვანესა სელბსტმა ბონომო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და ძუნწი მოთამაშე უწოდა, აშკარაა, რომ ჯასტინ ბონომოს არაჩვეულებრივი პერიოდი უდგას. მხოლოდ 2018 წლისთვის მისმა მოგებამ $14.5 მილიონი დოლარი შეადგინა და ეს სულ რაღაც ზაფხულის დასაწყისისთვის. მას WSOP-ის ივენთებით დატვირთული მთელი ზაფხული ჯერ კიდევ წინ აქვს, არაფერი რომ არ ვთქვათ საშემოდგომო ჰაი როლერ ტურნირებზე. ჯერ არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ბონომო დასვენებას და მცირე შვეულების აღებას აპირებს. უკანასკნელი გამარჯვებით, ამერიკელმა მოთამაშემ კარიერაში მე-2 WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიპოვა. 

რუმები

ქართული უცხოური