EPT Monte Carlo Main Event ნიკოლა დიუმონმა მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ მონტე კარლოში გამართული EPT-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე სამმა ვარსკვლავმა - პატრიკ ანტონიუსმა, დევიდ პიტერსმა და ოლე შემიონმა ითამაშეს, ევროპული სერიების მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ნაკლებად ცნობილი ფრანგი მოთამაშე - ნიკოლა დიუმონი გახდა. დიუმონმა, პირველი ადგილისთვის დაწესებული €712.000 ევროს გარდა, იანვარში დაგეგმილი, $30.000 დოლარიანი PokerStars-ის ჩემპიონატის უფასო ბილეთიც მიიღო.

ზემოთხსენებულ სამეულს საერთო ჯამში $46.000.000 დოლარზე მეტი აქვს მოგებული; EPT-ის ჩემპიონობამდე კი, ნიკოლა დიუმონის კარიერული შემოსავალი $24.000 დოლარს შეადგენდა.

ოლე შემიონის ფინალურ მაგიდასთან დაჯდომას, შეიძლება ითქვას, აზრიც არ ჰქონია - მან პირველივე დარიგებაზე KQ-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც პატრიკ ანტონიუსისგან AJ-ით ქოლი მოჰყვა. ბორდზე დადებულმა J ჰაი ფლოპმა ფინელს გამარჯვება მიანიჭა, ხოლო გერმანელი ტურნირს გამოთიშა. 

ფინალურ მაგიდასთან თავად ანტონიუსსაც არ გაუტარებია დიდი დრო. ანტონიუსმა EPT-ის პირველი ტიტუილ 13 წლის წინ მოიგო, ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის შემდეგ კი მის გაბრწყინებას პოკერის უამრავი გულშემატკივარი ელოდა. მისი TT კი სწორედ მომავალი ჩემპიონის - ნიკოლა დიუმონის KK-ის წინააღმდეგ დამარცხდა.

უნგრელი კრისტიან გიორგი, სავარაუდოდ, ფინალური მაგიდის ყველაზე იღბლიანი მონაწილე იყო: მიუხედავად იმისა, რომ ის მე-5 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს, მისი ინვესტიცია სულ რაღაც €5 იყო. მან საკვალიფიკაციო ეტაპი ონლაინ ტურნირზე გაიარა და €5-იანი სატელიტით მთავარი ტურნირის ბილეთის მოპოვების შემდეგ, მე-5 ადგილისთვის €184.000 ევრო მიიღო. 

 

რუმები

ქართული უცხოური