ავსტრალიურ კაზინოს სათამაშო აპარატების გამო $300.000-იანი ჯარიმა ემუქრება

მსოფლიოს ერთ-ერთი სახელგანთქმული კაზინო - The Crown Casino დიდი პრობლემების წინაშე დგას. ავსტრალიურ გიგანტს $300.000 დოლარიანი ჯარიმა და, რაც მთავარია, რეპუტაციის შემლახველი განაჩენი ემუქრება. მელბურნში მდებარე კაზინოს 17 სათამაშო აპარატზე ადგილობრივი აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის გარეშე რამდენიმე ღილაკის გაუქმება ედება ბრალად, რამაც ექსპლოატაციაში გაშვებული აპარატის შედეგები მნიშვნელოვნად შეცვალა.

სავარაუდოდ, 17 სათამაშო აპარატზე, რომლებსაც საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ, ე.წ. 'ცარიელი ღილაკები' დაამატეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად რეალური ოპციისა, მოთამაშეს არჩევნის შეზღუდული რაოდენობა ეძლევა. ეს კი საბოლოოდ მის მიერ ნათამაშებ სესიაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, რადგან მას შეცდომის დაშვების, გაცილებით მაღალი ფსონების გაკეთებისა და არასწორი ოპციის არჩევის მეტი შანსი აქვს. 

როდესაც კაზინოს მიმართ მსგავსი პრეტენზიები გაჩნდა, ადმინისტრაციამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა. მას შემდეგ კი, რაც საქმეში ექსპერტიზა ჩაერთო, კაზინომ აღიარა, რომ 2.628 სათამაშო აპარატიდან ე.წ. ცარიელი ღილაკები მხოლოდ 17 მათგანს დაემატა, რასაც ტესტირებისთვის იყენებდნენ და სულ რაღაც მარტისა და აპრილის თვეების განმავლობაში გაგრძელდა. 

კაზინოს თანამშრომელი, რომელმაც თაღლითური სქემის გამო განგაში ატეხა, ABC News-თან საუბრისას ამბობს, რომ კაზინოს ადმინისტრაციამ "ტესტირების" ვერსია რეალური დანაშაულის დასაფარად გამოიყენა და რომ სინამდვილეში მოდიფიცრებული სათამაშო აპარატები დარბაზში იდგა იმის გასაგებად, თუ რამდენად შეეძლო კაზინოს მისი მომხმარებლების განოლება? 

მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა $300.000 დოლარს შეადგენს, წლის პირველი ნახევრისთვის კაზინოს მიერ მიღებული $1.1 მილიარდიანი მოგების გათვალისწინებით, დაკისრებული სანქცია დიდ ზიანს კაზინოს ნამდვილად ვერ მიაყენებს. რეპუტაციის შელახვა კი, რა თქმა უნდა, მელბურნის Crown Casino-ს მრავალი წლის განმავლობაში მძიმე ტვირთად დარჩება.

რუმები

ქართული უცხოური