ნორვეგიაში ონლაინ პოკერის აკრძალვას გეგმავენ

გასულ კვირას, ნორვეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიგეგმა. როგორც ქვეყნის მუშათა პარტია, სოციალისტი მემარცხენეები და ცენტრისტული პარტიები აცხადებენ, მათ სპეციალური ერთობლივი მანდატი შეიმუშავეს, რომელიც ონლაინ გემბლინგს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს. 

2018 წლის 7 მაისიდან შემდეგი შეზღუდვები იგეგმება:

  • დაიბლოკება უცხოური გემბლინგ ოპერატორების აიპი მისამართები 
  • Lotteri og Stiftelsestilsynet - ნორვეგიის აზარტული თამაშების მარეგულირებელი კომპანია უცხოური ოპერატორების მიერ განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციებს გააკონტროლებს
  • მკაცრად გაკონტროლდება და რიგ შემთხვევებში აიკრძალება უცხოური ოპერატორების რეკლამები და წამახალისებელი აქციები
  • Lotteri og Stiftelsestilsynet-ს უფლება მიეცემა მნიშვნელოვანი ჯარიმები დაუწესოს იმ კომპანიებს, ვინც ნორვეგიის კანონმდებლობას დაარღვევს

როგორც ნორვეგიის მთავრობა განმარტავს, ახალი კანონპროექტი იმ მოთამაშეებს დაეხმარება, ვისაც გემბლინგთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანია - Norsk Tipping ქვეყნის მოსახლეობას სლოტებს, ლატარიას, ტოტალიზატორის მომსახურებასა და სხვა აზარტულ თამაშებს სთავაზობს. მიღებული შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობაზე იხარჯება, ნაწილს კი ქვეყნის ბიუჯეტი მოიხმარს. Norsk Tipping-ის მომსახურებებს შორის ონლაინ პოკერი არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელ მოთამაშეებს ინტერნეტში პოკერის თამაშის შესაძლებლობა აღარ მიეცემათ. 

 

რუმები

ქართული უცხოური