დილან ვილკირსონი WSOPC-ის იგებს; ერიკ ლინდგრენი მე-2 ადგილზეა
ლეგენდარული მოთამაშეს, Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდის ყოფილ წევრს, ერიკ ლინდგრენს ჩეროკიში გამართული WSOP Circuit-ის მეინ ივენთის მოგებამდე სულ რაღაც ერთი ადგილი დააკლდა. გუშინდელი შემთხვევა მეორე იყო ლინდგრენის კარიერაში, როდესაც მან WSOP Circuit-ის ფინალურ ჰედს-აპში ითამაშა.
სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ერიკ ლინდგრენი რამდენჯერმე გამოცხადდა გაკოტრებულად, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ მოთამაშეს სატურნირო კარიერის განმავლობაში $10.000.000 დოლარზე მეტი აქვს მოგებული. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად წარმატებული სატურნირო კარიერისა, მრავალი წლის განმავლობაში, ლინდგრენი ლას ვეგასის უდიდეს ქეშ-გეიმებში ღებულობდა მონაწილეობას, რამაც თავისი ნეგატიური დაღი დაასვა მის კარიერას. თუმცა, უკანასკნელი ტურნირისთვის, ლინდგრენმა $181.864 დოლარი მიიღო.
რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულ დილან ვილკირსონს, ტურნირის მოგებისთვის მან $294.152 დოლარი მიიღო. ლინდგრენის წინააღმდეგ მან საკმაოდ დრამატული და ხანგრძლივი ბრძოლა გამართა - გარკვეულ მომენტში Full Tilt Poker-ის ყოფილი სახე 8:1 ჩიპლიდს ფლობდა და ტურნირის მოგებამდე მოწინააღმდეგის რამდენიმე ბლაინდი ჰქონდა დარჩენილი. მაგრამ იღბალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: სტეკების გათანაბრების შემდეგ, დილან ვილკირსონს KK დაურიგდა, როდესაც ერიკ ლინდგრენს QQ შეხვდა. რეიზ-რირეიზ ხაზის შემდეგ, მოთამაშეებმა სტეკები მაგიდის ცენტრში მოაქციეს. “შენ ალბათ ხუმრობ!” - წამოიძახა განაწყენებულმა ლინდგრენმა. T8636 ბორდზე ვილკერსონის წყვილმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტურნირის მთავარი ანაზღაურება და WSOPC-ის ოქროს ბეჭედი მის ხელში იყო.