ბენ Sauce123 სალსკი მომგებიან ტალღას უბრუნდება

რამდენიმედღიანი დაუნსვინგის შემდეგ, ბენ სალსკი კვლავ მომგებიან სტრიმს უბრუნდება. გასული დღეების მანძილზე, ამერიკელმა პროფესიონალმა PLO-ის შვედ სპეციალისტთან - BERRI SWEET-თან რამდენიმე დიდი დარიგება წააგო; გუშინ კი, მძიმე დარტყმების შემდეგ, სალსკიმ კვლავ უპირატესობის მოპოვება და $89.817 დოლარის მოგება შეძლო. 

წყვილმა პოტ ლიმიტ ომაჰას $100/$200 ლიმიტის 3 მაგიდაზე, 3.5 საათი ითამაშა. სალსკიმ 3-დან 2 მაგიდაზე პლუსის ჩვენება მოახერხა. ერთ-ერთ მაგიდაზე ამერიკელმა $103.049 დოლარიანი ბანკიც კი მოიგო. მან უპირატესობის მოპოვება სესიის დასაწყისიდანვე მოახერხა. მისი მაქსიმალური უპირატესობა $108.000 დოლარიანი პლუსი იყო, მაგრამ შვედმა $19.000 დოლარის უკან დაბრუნება მაინც შეძლო. 

გუშინდელი დღის რიგით მეორე წარმატებული მოთამაშე შვეიცარიელი ლინუს ლოლიგერი იყო, რომელმაც $77.116 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით, შვეიცარიელი წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა, $684.102 დოლარიანი პლუსით. $316.630 დოლარით მას JayP-AA მიყვება. 

ლინუს ლოლიგერმა ონლაინ პოკერის მაგიდებთან სულ რაღაც 2 საათი გაატარა. მან ძირითადად $25/$50 და $50/$100 ლიმიტზე ითამაშა. $100/$200 ლიმიტის მაგიდებზე ის სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა და მაშინვე გაუჩინარდა. 

რუმები

ქართული უცხოური