გი ლალიბერტე - ადამიანი, რომელმაც პოკერის მაგიდებთან $31.000.000 წააგო

თუ HighStakesDB-ის მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ონლაინ პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაკარგი გას ჰენსენმა ნახა - პოკერის ლეგენდამ FullTilt Poker-ისა და PokerStars-ის მაგიდებზე $20.737.007 დოლარი წააგო. 

მიუხედავად ამისა, გას ჰენსენის ნაცვლად 'საპატიო ადგილის' მფლობელი გი ლალიბერტეა - მილიარდერი ბიზნესმენი, ლეგენდარული Cirque Du Soleil-ის დამფუძნებელი, ფილანტროპი და მოყვარული მოთამაშე, რომელმაც პოკერის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 2006-2012 წლებში, მისმა წაგებამ $31.000.000 დოლარს მიაღწია. მიზეზი, რატომაც გას ჰენსენი წამგებიანი რეიტინგის სათავეში მოექცა, ისაა, რომ ლალიბერტესგან გასხვავებით ჰენსენი მხოლოდ ერთი ექაუნთით თამაშობდა, მაშინ როცა გი ლალიბერტე 6 სხვადასხვა ექაუნთს იყენებდა.

მართალია, პოკერის აღმასვლა კრის მანიმეიკერის ეპოქას, პოკერ-რუმების მიერ დასპონსორებულ მოთამაშეებსა და პოკერის ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება, ისიც უნდა ითქვას, რომ გი ლალიბერტემ მნიშვნელოვნად წაახალისა ჰაი სტეიკს პოკერი. მან ისეთ მოთამაშეებთან წააგო ათეულობით მილიონი დოლარი, როგორებიც ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, ფილ აივი და ფილ გალფონდი არიან. უდავოა, რომ მათ ცხოვრებაში ბანკროლის მსგავსმა ზრდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

გი ლალიბერტემ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა პოკერის კულტურაშიც: Big One for One Drop-ის ტურნირების შექმნის შემდეგ, საქველმოქმედო პოკერის ბუმი დაიწყო. One Drop-ის ტურნირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ოფიციალურ ტურნირადაა აღირარებული, რომლის ბაი-ინმა $1.000.000 დოლარი შეადგინა. ღონისძიება ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში წყლის პრობლემების მოგვარებასა და ამ ქვეყნების დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის წყლით მომარაგებას ემსახურებოდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური