ონლაინ პოკერ - AmSoGood-თან ბრძოლაში ვიქტორ ბლომმა $117.000 დოლარი დაკარგა
ვიქტორ ბლომს საუკეთესო პერიოდი არ უდგას: შვედმა მოთამაშემ PokerStars-ზე გამართულ პოტ ლიმიტ ომაჰას სესიაზე, AmSoGood-თან დაპირისპირებაში $117.652 დოლარი დაკარგა.
წყვილი ერთმანეთს შუაღამით, პოტ ლიმიტ ომაჰას $200/$400 მაგიდებზე შეხვდა. თამაში სულ რაღაც 37 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ერთ მაგიდაზე 80 ხელი, მეორეზე კი - 41 ხელი დარიგდა. AmSoGood-ის უკან მდგომმა მოთამაშემ, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არავინ იცის, ერთ მაგიდაზე $62.265, მეორეზე - $55.387 დოლარი მოიგო.
AmSoGood-ის ანგარიშზე დღის ყველაზე დიდი დარიგებაცაა: Q5T68 ბორდზე, მან 9JA9-ით ისილდურის ტრიპსი დაამარცხა, რომელიც შვედმა ფლოპზევე მიიღო. დარიგებაში ბლომმა $105.000 დოლარი წააგო, რისი ნაწილის დაბრუნებაც მოგვიანებით შეძლო.
გასული დღეების კიდევ ერთი დიდი გამარჯვებული ბენ Sauce123 სალსკია, რომელმაც $100/$200 ლიმიტის პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე შვედი მოთამაშე - BERRI SWEET დაამარცხა. სალსკის დადებით ბალანსზე $116.455 დოლარი ჩაიწერა. ამერიკელი ერთადერთი არ იყო, ვინც ექვსნიშნა მოგება გაინაღდა - რუსი ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვი, ასევე PLO-ის მაგიდებზე, $109.056 დოლარით გამდიდრდა.