გას ჰენსენი Poker After Dark-ის ომაჰას სესიაზე გამოჩნდა
გას ჰენსენის მიერ Poker After Dark-ის სესიაში მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პოკერის სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ლეგენდარული მოთამაშის გამოჩენას უამრავი გულშემატკივარი ელოდა. ყველა ხვდებოდა, რომ Poker After Dark-ის ომაჰას სესიას გამოცოცხლება სჭირდებოდა და მართლაც, ჰენსენმა მაგიდის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
თანამედროვე რეგულარები თამაშებს, განსაკუთრებით კი ლიმიტირებულ თამაშებს, საკმაოდ კონსერვატულად უდგებიან. რა თქმა უნდა, მსგავსი სიტყვა ჰენსენისთვის სრულიად უცხოა - დანიელმა მოთამაშემ თამაში რადიკალურად შეცვალა და სესიის მონაწილეები რამდენიმე დიდ დარიგებაში ჩაითრია. ჰენსენმა თამაში იმდენად გამოაცოცხლა, რომ ერთ-ერთ დარიგბაში, ფლოპის დარიგებამდე, 4 მოთამაშე ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა. პრეფლოპ ოლინი, თანაც 4 მოთამაშეს შორის, თანაც ომაჰაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. 8
6
3
2
-ით დანიელს არაფრი გამოუვიდა და $120.000 დოლარიანი ბანკი სემ სოვერელს შეხვდა.
რამდენიმე დარიგების შემდეგ, Q
Q
J
9
-ით აღჭურვილმა ჰენსენმა Q
T
8
ფლოპი მიიღო, რაც მას გამზადებულ სთრეითთან ერთად, ტოპ სეტსაც აძლევდა. მეტ კირკს კი, ამ მომენტისთვის, T
8
6
3
ეჭირა, რაც ორ წყვილსა და ფლეშ დროს ნიშნავდა. ჩიპების მაგიდის ცენტრში მოსაქცევად მოთამაშეებს დიდი დრო არ დაუხარჯავთ. თერნისა და რივერის ორჯერ დარიგების შემდეგ, რომლებმაც სიტუაცია უცვლელი დატოვეს, ჰენსენმა $136.000 დოლარი მიიღო.





