ანტონი სპინელა პირველი მოთამაშეა, ვინც ონლაინ WSOP-ის 2 ივენთის მოგება შეძლო

2 წლის წინ, ანტონი სპინელამ, პოკერის ისტორიაში, პირველი ონლაინ WSOP-ის ივენთი მოიგო, $197.743 დოლარიანი ანაზღაურებით. 2015 წელს, $1.000 დოლარიან ივენთზე, რაც ონლაინ ტურნირისთვის საკმაოდ მაღალ ბაი-ინად ითვლება, ამერიკელმა მოთამაშემ 905 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. სპინელა ნიუსების ჰედლაინებში კიდევ ერთხელ მოხვდა: ამჯერად ამერიკელმა ონლაინ WSOP Circuit მოიგო, $35.817 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

პირველი ონლაინ WSOP-ის მოგების შემდეგ, ლაივ ტურნირების საშუალებით, სპინელამ ბანკროლის გაზრდა კიდევ $2 მილიონი დოლარით მოახერხა. მისი საუკეთესო ანაზღაურება 2017 წლით თარიღდება, როდესაც $7.500 დოლარიანი WPT Shooting Star მეინ ივენთის მე-2 ადგილისთვის $786.610 დოლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ლაივ ტურნირებზე $2 მილიონზე მეტი დააგროვა, სპინელას მთავარი დამსახურება Full Tilt-ისა და PokerStars-ის ქეშ-გეიმებზე დაგროვილი $4.8 მილიონი დოლარია. 

პოკერის ისტორიის შექმნისთვის, სპინელას საკმადო მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა: მისი მეტოქეები, ფინალურ მაგიდაზე, WSOP-ისა და WPT-ის ტიტულის მფლობელი, მაიკ ლი და WSOPC-ის 9 გზის გამარჯვებული, ალექს მასეკი იყვნენ. ამჯერად, ამერიკელმა 420 მონაწილისგან შემდგარი ფილდი დაამარცხა. 

რუმები

ქართული უცხოური