€500.000 ევროს წაგების შემდეგ, გას ჰენსენი სესიას €100.000-იანი პლუსით ასრულებს
PartyPoker-ის სატურნირო სერიების დასრულების შემდეგ, რომლის მეინ ივენთიც შვედმა ვიქტორ ბლომმა მოიგო, Kings Casino-ში მაღალი ლიმიტის ქეშ გეიმების სერია გაიმართა. ცნობილ მოთამაშეებს შორის, ქეშ-გეიმ სესიაზე პოკერის ლეგენდის, გას ჰენსენის ნახვაც იყო შესაძლებელი.
დანიელი მოთამაშე სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამშობლოში. 'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ ვიდეოში მან პრაღაში გამართულ ქეშ-გეიმებზე ისაუბრა და საკუთარი აფსვინგი განიხილა. როგორც ჰენსენი ყვება, თავისი ორკვირიანი ტურის განმავლობაში, ყველაზე დიდი დარიგება, რომლის წაგებაც პოკერის ლეგენდამ 'შეძლო', €500.000 ევრო იყო. ჰენსენის მეტოქე, რომელმაც დანიელს მასიური ბანკი მოუგო, Kings Casino-ის მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი იყო. მიუხედავად მსგავსი დაუნსვინგისა, დანიელმა €100.000 ევროიანი პლუსის ჩვენება მაინც მოახერხა. ჰენსენის ცნობით, ის ახლა ავსტრიაში მიემართება, სადაც ასევე ძვირადღირებული ქეშ-გეიმ სესიებია დაგეგმილი.
გას ჰენსენი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გამქრალი დიდი პოკერიდან. წარმოუდგენლად დიდი დაუნსვინგის შემდეგ, რომლის დროსაც მან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაკარგა, ჰენსენმა შესვენება აიღო. როგორც ჩანს, პოკერის ლეგენდის ხანგრძლივი ხაზი შეიცვალა და ახლა ის მათემატიკის დადებით მხარეს აღმოჩნდა.