დაგ პოლკის არხი, რომელიც კრიპტოვალუტებს ეხება, სულ უფრო პოპულარული ხდება

ინტერნეტ სამყაროში დაგ პოლკის პოპულარობა დღითიდღე იზრდება: ონლაინ პოკერის ამერიკელი ლეგენდა და ჰედს-აპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, 'იუთუბის' მეშვეობით, პოკერის მოყვარულების გულებს აქტუალური თემებითა და სათამაშო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაკეთებული ანალიზის წყალობით იპყრობს. როგორც ჩანს, ის პოპულარობისთვისაა 'განწირული'.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ დაგ პოლკის 'იუთუბის' არხმა, რომელიც მთლიანად კრიპტოვალუტებს ეძღვნება, მის პოკერის არხს მაყურებლებისა და გამომწერების მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად გაუსწრო. ამჟამად, პოლკის კრიპტოვალუტის არხს 175.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

პოლკის პოპულარობას ისეთი პოკერის სამყაროს ისეთი გიგანტი დაუპირისპირდა, როგორიც დენიელ ნეგრანუა. კანადელი პროფესიონალის განცხადებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, მაყურებლების მოზიდვის მიზნით, პოლკი მზადაა სხვა მოთამაშეებს შეურაცხყოფა მიაყენოს და სახალხოდ გალანძღოს. მსგავს ბრალდებას პოლკი შემდეგნაირად პასუხობს: "დაინტერესებულ ადამიანებს პოკერის ინდუსტრიაში არსებულ თაღლითურ სქემებზე ვაწვდი ინფორმაციას; ვცდილობ, პოკერის ოპერატორებმა მეტად დააფასონ საკუთარი მომხმარებლები და წარმოუდგენლად მაღალი საკომისიო არ დაუწესონ; ვეხმარები ადამიანებს ყალბი და თაღლითური კრიპტოვალუტის სქემების თავიდან არიდებაში. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ზოგი პოპულარობისთვის ბრძოლას მაბრალებს." 

სავარაუდოდ, მსგავსი დაპირისპირება და უთანხმოება გარკვეული პერიოდით კვლავაც გაგრძელდება: American Poker Award-ზე, რომელიც PokerStars-ის ინიციატივითა და სპონსორობით იმართება, პოლკი და ნეგრანუ პოკერის ინდუსტრიაზე ყველაზე გავლენიანი ადამიანების ნომინაციებზე არიან წარდგენილნი. სავარაუდოთ, სპონსორის გათვალისწინებით, ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის სახე, დენიელ ნეგრანუ გახდება, რომელიც კვლავაც თვლის, რომ 'პოკერსტარსის' გაზრდილი საკომისიო მომხმარებლებისთვისაა უკეთესი. WSOP-ის $111.111 დოლარიან One Drop ივენთზე, სადაც დაგ პოლკი და დენიელ ნეგრანუ ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ, პოლკის მაისურზე შემდეგი წარწერა იკითხებოდა: More Rake Better - მეტი რეიკი უკეთესია. 

რუმები

ქართული უცხოური