აიზიკ ჰექსტონის აზრით, პოკერის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ხელშია

ონლაინ პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშის აზრით, პოკერის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ხელშია. აიზის ჰექსტონმა 'ქარდფლეიერთან' საუბრისას, PartyPoker-თან ახლადგაფორმებული კონტრაქტისა და პირადი სვინგების გარდა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ისაუბრა. 

ჰექსტონის აზრით, მსოფლიოს ტოპ მოთამაშეები უკვე დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელქტით და თამაშის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, ბოტების წინააღმდეგ გამართულ სესიებში საათობით ვარჯიშობენ. სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება თუ მართლაც ისეთი ტემპით გაგრძელდა, როგორც ეს უკანასკნელ წლებში მოხდა, პოკერსა და იღბლის ფაქტორთან დაკავშირებულ სხვა თამაშებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ. თუმცა, ჰექსტონი მსგავს მოსაზრებას არ იზიარებს და კონტრარგუმენტად ჭადრაკი მოჰყავს. 

"მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების უმეტესობა აქტიურად უთმობს დროს ხელოვნური ინტელექტის შესწავლას, რაც თამაშის დახვეწის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, - ყვება ჰექსტონი, - ვფიქრობ, მსგავსი ტენდენცია აშკარად მიანიშნებს ხელოვნური ინტელექტის მომავალ დომინაციაზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოკერი ისტორიას ჩაბარდება. ბოტებმა უკვე მრავალჯერ მოახერხეს საჭადრაკო დაფაზე ადამიანის დამარცხება, მაგრამ ჭადრაკი დღემდე ჯანსაღია და კვლავაც ინარჩუნებს პოპულარობას. ადამიანები აქტიურად იყენებენ ბოტებს არამხოლოდ პოკერში, არამედ ნარდშიც. ვფიქრობ, სათამაშო ინდუსტრიის მომავალიც სწორედ ბოტების ხელშია."

შეგახსენებთ, რომ კარნეგი მელონის უნივერსიტეტში დაპროექტებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, სახელად Libratus უკვე მოახერხა პოკერის მოთამაშეების ხანგრძლივ სესიაზე დამარცხება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მსგავსი მიღწევები საბანკო საქმეში, ბიზნეს მოლაპარაკებებსა და კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრაში აქტიურ როლს შეასრულებენ. 

რუმები

ქართული უცხოური