US Poker Open Main Event-ის გამარჯვებული ქეით ტილსტონი გახდა

ყოველწლიური US Poker Open Championship-ის სერიები გუშინ დასრულდა, რომლის $50.000 დოლარიანი მეინ ივენთის გამარჯვებულიც ამერიკელი ქეით ტილსტონი გახდა, $600.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

ტილსტონმა ერთ-ერთი ურთულესი ლაინ-აფის დამარცხება შეძლო, რომელზეც 33 ყველაზე შემოსავლიანი ჰაი როლერ რეგულარი იყო დარეგისტრირებული. ფინალური დღე ტილსტონის ჩიპლიდით დაიწყო, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ დენიელ ნეგრანუ, ჯეიკ შინდლერი, ტომ მარჩესი და დენ სმიტი. სწორედ დენ სმიტი იყო ტილსტონის პირველი მსხვერპლი, რომელიც მალევე გამოეთიშა ტურნირის ფინალურ დღეს. 

შემდეგი მოთამაშის გავარდნას საათნახევარი დასჭირდა. ამჯერად, შავი საქმის შესრულება საკუთარ თავზე დენიელ ნეგრანუმ აიღო და 98-ით ტომ მარჩესის A4 დაამარცხა, რაც მარჩესის სატურნირო სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდა. მიუხედავად მარჩესთან მიღწეული წარმატებისა, ტურნირის შემდეგი აუტსაიდერი თავად ნეგრანუ იყო, რომლის 99-მა ჯეიკ შინდლერის TT-ის დომინაციას ვერ გაუძლო. 

რამდენიმე დიდი ბანკის მოგების მიუხედავად, შინდლერმა ტილსტონთან მიახლოება ვერცერთ მომენტში ვერ შეძლო. ფინალური ჰედს-აპიც სწორედ ტილსტონის აშკარა უპირატესობით დაიწყო და მალევე, შინდლერის დამარცხებით დასრულდა. 

ქეით ტილსტონმა, ამ გამარჯვებით, US Poker Open-ის წლის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. US Poker Open-ზე მისმა მოგებამ $1.047.1000 შეადგინა, რაც საუკეთესო შედგია სტივენ ჩედვიკის $1.256.650 დოლარის შემდეგ. 

რუმები

ქართული უცხოური