პატრიკ ანტონიუსი PartyPoker Millions €25.000 High Roller-ს იგებს

ლაივ ტურნირებზე ონლაინ გრაინდერების გამოჩენა ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოკერის ლეგენდებს და დიდი სცენიდან გამქრალ მოთამაშეებს ეხებოდათ. პატრიკ ანტონიუსის დაბრუნებას, მრავალი წლის განმავლობაში, პოკერის უამრავი გულშემატკივარი ელოდებოდა და აი ისიც - ონლაინ პოკერის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი მოთამაშე PartyPoker Millions €25.000 High Roller-ს იგებს. 

თავდაპირველად, ტურნირისთვის 2 დღე იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩქარი ტემპის გამო, მოთამაშეებმა ღონისძიებისთვის წერტილის დასმა ერთ დღეში მოახერხეს. 51 მოთამაშისგან შედგენილმა საპრიზო ფონდმა €1.211.250 ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველ ადგილზე გასული €425.000 ევროს მიიღებდა. 

ტურნირის ლაინ-აფი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო - ფულში შესვლა ისეთმა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს, როგორებიც მანიგ ლუსერი, ფილიპე რამოსი, შტეფენ სონტაიმერი, კრისტოფ ვოგელსანგი, ტიმოთი ადამსი და კორაი ალდემირი არიან. 

ფინალური ჰედს-აპი პატრიკ ანტონიუსსა და ბრაზილიელ ჟოაო სიმაოს შორის გაიმართა. დაპირისპირება ბრაზილიელის უპირატესობით დაიწყო - სტარტისთვის, მას 3-ჯერ დიდი სტეკი ჰქონდა, ვიდრე ფინელს. სულ რაღაც 15 წუთში, შოუდაუნის გარეშე მოგებული დარიგებების წყალობით, ანტონიუსმა ჩიპლიდის მოპოვება მოახერხა. შემდეგი 15 წუთიც ანტონიუსის სრული დომინაციით გაგრძელდა. საბოლოოდ, 3AJTK ბორდზე, KK-ით შეიარაღებული სიმაოს დამარცხება ანტონიუსმა QJ-ით შეძლო. €425.000 ევროიანი ანაზღაურებით, პატრიკ ანტონიუსმა იუა ჰელპის გადაუსწრო - ის მრავალი წლის განმავლობაში ფინეთის ყველაზე შემოსავლიან ტურნირების მოთამაშედ ითვლებოდა. 

რუმები

ქართული უცხოური