ენი დუკის სატელევიზიო ეთერმა პოკერის მოთამაშეებში უკმაყოფილება გამოიწვია
ენი დუკის უკანასკნელი სატურნირო შემოსავალი 2011 წლით თარიღდება. მოთამაშისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, პოკერთან დაკავშირებული რამდენიმე წიგნი გამოეცა და წარმატებულ სტრატეგიაზე ძვირადღირებული რჩევები გაეცა.
CNBC-ზე გამოჩენის შემდეგ, სადაც ენი დუკმა მის უკანასკნელ წიგნზე, სათაურით - Thinking in Bets: Making Smarter Decisions When You Don't Have All The Facts ისაუბრა, პოკერის მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ მისი თავხედობა ყოველგვარ საზღვარს გასცდა.
არავის ავიწყდება დუკის მოგებული $4 მილიონი დოლარი, მაგრამ წამყვანის მიერ მისი მსოფლიო ჩემპიონად და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელება მეტისმეტი აღმოჩნდა. თანაც, პოკერის გულშემატკივრებს Ultimate Bet-თან დაკავშირებული სკანდალი ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ, რაც მოთამაშის კარიერაში შავ და სამარცხვინო ლაქას წარმოადგენს.
CNBC.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ჟურნალისტმა დენ შვებელმა საკმაოდ ცუდი კომენტარები და ფიდბექი მიიღო. მას ისეთი მოთამაშეები დაუპირისპირდნენ, როგორებიც არი ენგელი, რაიან ლაპლანტე და კევინ მაკფი არიან. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება ენი დუკის ძმაზე, ჰოვარდ ლედერერზეც გამოთქვა. დუკი, რა თქმა უნდა, ძმის აქტიური მხარდამჭერი იყო, როდესაც ის Full Tilt Poker-ის სკანდალში გაეხვა და მოთამაშეების კუთვნილი ნახევარ მილიარდ დოლარამდე ბიუჯეტი სრულად მიითვისა.
აღსანიშნავია, რომ მოთამაშეების კრიტიკას ჟურნალისტის მხრიდან სტატიაში გარკვეული ცვლილებები მოჰყვა - ენი დუკი მსოფლიო ჩემპიონად აღარაა მოხსენიებული, ხოლო სტატიას Ultimate Bet-ისა და Epic Poker League-ის გაკოტრების შესახებ ინფორმაცია დაემატა.