სტივენ ჩედვიკი US Poker Open-ზე ზედიზედ 2 ტურნირს იგებს
ბრიტანელმა მოთამაშემ, სტივენ ჩედვიკმა, US Poker Open-ზე ნამდვილი ფურორი მოახდინა: მან ზედიზედ 2 ტურნირის მოგება შეძლო, თანაც ურთულესი ლაინაფის პირობებში.
უკვე კარგა ხანია, რაც ჩედვიკი, თავისივე მოწინააღმდეგეების მიერ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაა აღიარებული. ბრიტანელმა, გასულ კვირას, $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი მოიგო. ამჯერად კი, მისმა შემოსავალმა, $382.500 დოლარიანი მოგებით, $11 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ჩედვიკის გამარჯვება იმითაცაა განსაკუთრებული, რომ მოგებული ფინალური მაგიდისა და გაჭიანურებული თამაშის გამო, უკანასკნელ ივენთზე ის გვიან დარეგისტრირდა. მეორე მოგებული ტურნირის ფინალური მაგიდა საკმაოდ დაძაბული და რთული აღმოჩნდა: საწყისი ეტაპისთვის, მაგიდის ჩიპლიდერი აიზიკ ჰექსტონი იყო, ჩედვიკი მე-3 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო მას დენ შეკი, ბენ პოლაკი და ფილ ჰელმუტი მიყვებოდნენ.
ფინალური ჰედს-აპი ჩედვიკსა და კრის ვიჩს შორის გაიმართა, რომლებიც ჩიპების თანაბარ რაოდენობას ფლობდნენ. ორთაბრძოლის განმავლობაში, ჩედვიკმა რამდენჯერმე დაკარგა სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ჩიპების ნაწილის დაბრუნებას და კვლავ უპირატესობის მოპოვებას ყოველ ჯერზე ახერხებდა. შერეული თამაშების ტურნირზე, პოტ ლიმიტ ომაჰას რაუნდში, ჩედვიკმა ზედიზედ მოახერხა ფლეშის მიღება და მოწინააღმდეგის დარიგებაში ღრმად ჩათრევა, რამაც მას მნიშვნელოვანი ჩიპლიდი მოუტანა. საბოლოოდ, 2-7 ტრიპლ დროუს რაუნდში, ჩედვიკმა გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება შეძლო, რამაც მას US Poker Open-ის სერიების აბსოლუტური ლიდერის სტატუსი მოუტანა: სერიების განმავლობაში, ჩედვიკის მოგება $810.000 დოლარს შეადგენს. მისი უახლოესი კონკურენტი კი კრის ვიჩია, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $247.000 დოლარი მიიღო - სწორედ ეს თანხა შეადგენს ვიჩისთვის სერიების საერთო შემოსავალს. დარჩენილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩედვიკს რომელიმე ოპონენტმა გაუსწროს.