ბენ ლემი Aussie Millions $25.000 ჰაი როლერს იგებს
ბენ ლემმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეა - ამერიკელმა პროფესიონალმა Aussie Millions $25.000 Challenge მოიგო, $524.764 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ბენ ლემი ერთ-ერთია იმ უშვიათესი მოთამაშეებიდან, ვინც WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე ორჯერ მოხვედრა შეძლო.
ტურნირის მეორე დღისთვის, საწყისი 114 მოთამაშიდან მხოლოდ 19 იყო დარჩენილი. მათგან მხოლოდ 14 მოთამაშე შევიდა ფულში. 'ბაბლის' შემდეგ, საათნახევრის განმავლობაში, მოთამაშეებმა მძიმე, კონსერვატული ტაქტიკა აჩვენეს, რამაც პოზიციები უცვლელი დატოვა. სამაგიეროდ, შემდეგი 25 წუთის განმავლობაში, ტურნირს 4 მონაწილე გამოეთიშა.
ფულში შესვლა რამდენიმე ცნობილმა მოთამაშემ მოახერხა, მათ შორის WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელი, მაიკლ გეთიც იყო, რომელმაც მხოლოდ მე-10 ადგილამდე მიაღწია, $70.000 დოლარიანი ანაზღაურებით. ამ მომენტისთვის, ბენ ლემბს უკვე ჰქონდა ჩიპლიდერის სტატუსი მოპოვებული - მან ჯერ მუსტაფა კანიტს, შემდეგ კი კიტი კუოს აჯობა და ჩიპებით რაოდენობით უკან ჩამოიტოვა.
მას შემდეგ, რაც ლემმა KK-ით KQ-ით აღჭურვილი უიენ იეპი თამაშს გამოთიშა, გერმანელი იან-ერიკ შვიპტერის პირისპირ აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ჩიპლიდით. მოთამაშეები თანხის გაყოფაზე შეთანხმდნენ და სათამაშოდ მხოლოდ გამარჯვებულის ტიტული დატოვეს. პრეფლოპზე, ბენ ლემის QJ მნიშვნელოვნად დაჩაგრა შვიპტერის T4. ბორდის შემდეგ, რომელმაც სიტუაცია ვერ შეცვალა, გამარჯვება, $524.764 დოლართან ერთად, ამერიკელ მოთამაშეს შეხვდა.