დერილ ფიში WPT Open Championship-ზე $511.604 დოლარს იგებს

დერილ ფიშმა საკუთარი ბანკროლი ნახევარი მილიონი დოლარით გაზარდა - $3.500 დოლარიან WPT Lucky Hearts Poker Open Championship-ზე, ამერიკელმა პროფესიონალმა $511.604 დოლარი მოიგო. ფიშის საერთო სატურნირო შემოსავალი $3.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

WPT-ის პირველ ოფიციალურ ტიტულამდე, დერილ ფიში ორჯერ მოხვდა WPT მეინ ივენთის ფინალურ ჰედს-აპში, თუმცა, პირველი ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა. მან ჯერ 2015 წლის მეინ ივენთზე მოიგო $229.258 დოლარი, ხოლო შემდეგ, შარშან - WPT Showdown Championship-ის მეორე ადგილისთვის $453.185 დოლარი მიიღო. 

$3.500 დოლარიან ტურნირზე 911 მოთამაშე დარეგისტრირდა. 4 დღიანი თამაშის შემდეგ, ფინალური მაგიდა და 6 მოთამაშეღა დარჩა. გადამწყვეტი დღე დერილ ფიშმა ჩიპების რაოდენობით მე-3 ადგილიდან დაიწყო. მთავარი ორთაბრძოლა ამერიკულ-რუსული დაპირისპირება გამოდგა: ფინალური ჰედს-აპი დერილ ფიშმა ალეკსანდრ შეველიოვის წინააღმდეგ ითამაშა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $331.116 დოლარი მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური