აიზიკ ჰექსტონი PartyPoker-ის სახე ხდება

PartyPoker-ის ამბასადორების გუნდი დღითიდღე იზრდება - ამჯერად, პროფესიონალთა გუნდს ლეგენდარული აიზიკ ჰექსტონი შეუერთდა. 

ჰექსტონი, მრავალი წლის განმავლობაში, PokerStars-ს წარმოადგენდა. ვანესა სელბსტისა და ჯეისონ მერსიერისგან განსხვავებით, მისი წამოსვლა მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმიდან ბევრად დრამატული და ხმაურიანი აღმოჩნდა: ჰექსტონმა PokerStars-ის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომპანიამ სუპერნოვა და სუპერნოვა ელიტის სტატუსის მქონე მოთამაშეებისთვის ანაზღაურების სისტემა შეცვალა, ხოლო რეიკბექი მნიშვნელოვნად შეამცირა. მას შემდეგ, აიზიკ ჰექსტონი PokerStars-ის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია, რომელმაც არაერთი ფართომასშტაბიანი ბოიკოტი მოაწყო. 

ყველაფერი სხვაგვარადაა, როცა საქმე PartyPoker-ს ეხება: "PartyPoker-თან თანამშრომლობა დიდი პატივია, - ამბობს ჰექსტონი, - კომპანიის გაფართოება და ის მასშტაბები, რაც უკანასკნელ წელს აჩვენა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ისინი უფრო მრავალფეროვანი თამაშის შეთავაზებას ცდილობენ, ვიდრე სხვა ოპერატორები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ლაივ ტურნირებთან დაკავშირებული ამბიციებია, რაც კომპანიას მომავლის ონლაინ ოპერატორად აქცევს."

აიზიკ ჰექსტონის კარიერა $15.000.000 დოლარს ითვლის. ის ცნობილი ონლაინ პოკერში მიღწეული წარმატებით გახდა - მრავალი წლის განმავლობაში ჰექსტონი PokerStars-ისა და Full Tilt Poker-ის უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობდა. 

რუმები

ქართული უცხოური